ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

გაძეტა:”ალეგრი “მინი რევოლუციას” ითხოვს”

გაძეტა დელო სპორტი მომავალ კვირას პროგნოზირებს მხარეებს შორის შეხვედრას, რომელზეც ბევრ თემაზე იმსჯელებენ:

რაც უფრო ახლოვდება შეხვედრა, გარეთ მით უფრო მეტი ინფორმაცია გამოდის..

კერძოდ მაქს ალეგრის სურვილია, გუნდმა “მინი რევოლუცია” მოახდინოს, რადგან ტოსკანელის მოსაზრებით აღნიშნულ “გვარდიას” გუნდში საკუთარი თავი ამოწურული აქვს..

ასეთებად გაძეტა შემდეგ მოთამაშეებს ასახელებს:

პაულო დიბალა, დუგლას კოშტა, ალექს სანდრო, მირალემ პიანიჩი, მარიო მანჯუკიჩი და სამი ხედირა..

გუშინ, ტურინის ერთ-ერთ ცენტრალური უბნის რესტორანში ფაბიო პარატიჩი მანჩესტერ იუნაიტედის წარმომადგენლებთან შენიშნეს..

როგორც შემდგომ გავლენიანი მილანური გამომცემლობისთვის გახდა ცნობილი, ინგლისელები სერიოზულად ინტერესდებიან ჟოაო კანსელუთი და დუგლას კოშტათი..

პირველთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული პოზიცია არ არის, რადგან იუვეს უჭირს ბაზარზე არსებული სიტუაციიდან გამომდინარე პორტუგალიელის სათანადოდ ჩანაცვლება..

ბრაზილიელის გასხვისება  სავსებით შესაძლებელია, თუ მანჩესტერლები 60 მილიონს გადაიხდიან..

დიბალასთან დაკავშირებით შემდეგი სიტუაციაა – მაქსი მას გუნდში ვერ ხედავს, ხოლო მენეჯერები სიტუაციას სიფრთხილით ეკიდებიან, მაგრამ ხედავენ რა რომ ფასი არგენტინელის არ იზრდება მათი მოლოდინის პროპორციულად, არის საშიშროება რომ კაპიტალი გაუფასურდეს და ამიტომ არაა გამორიცხული არგენტინელი მართლაც გასხვისდეს..

მარიო მანჯუკიჩი უკვე აღარ არის ისეთივე ხელშეუხებელი როგორც ადრე იყო.. იუვეს თავკაცს კრიშტიანო რონალდუს გვერდით ახალი სისხლი ესაჭიროება და მას ეს საკითხიც აქვს დღის წესრიგში დაყენებული..

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
5 years ago

დუგლას კოშტა, ალექს სანდრო, მირალემ პიანიჩი, მარიო მანჯუკიჩი, სამი ხედირა, კანსელუ, დეშილიო და თავად ალეგრიც გასაშვებია გუნდიდან.

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

ბოლო ბოლო გადაარქვას ამ ანიელიმ სახელი გუნდს და დაარქვას ალეგრი.

ომარ სივორი
ომარ სივორი
5 years ago

ალეგრიმ რით დაიმსახურა ამხელა ნდობა? იუვემ სახელიც ხო არ გადაირქვას და ალეგტი დაირქვას? ამ გვარდიამ ამოწურა თავისი თავი და ალეგრიმ არა?

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

xo samdro gauehvi ro ufro meti dro miecesere deshilios ddd)) magis dayeneba marcxrna flangzec sheileba )>) duglas koshta is kacia aiaqstan ro gamovida 15 wutit travmirebulma asriala tipebi solo reidit da shtangas moxvda burti )))) d revolucia ki ara y … xar alegri . pianichs jobia vigac wesieri dauyeno centrshi 12 kilometrs ro darbis tipi

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x