ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

გაძეტა:”რატომ არ იქნება კინი რომასთან?”

მოიზ კინი არ არის შეყვანილი რომას წინააღმდეგ განაცხადში:

გაძეტა დელო სპორტისთვის საკმარისი გამოდგა, რომ აღნიშნული ფაქტი როგორც პრობლემა ისე მოენათლა..

ოფიციალური ცნობით მას ვირუსი აქვს, მაგრამ მილანური გამომცემლობის მტკიცებით საქმე შესაძლოა კონტრაქტთან დაკავშირებულ “გართულებებთან” გვქონდეს..

ახალგაზრდა ფორვარდთან ხელშეკრულება ჯერ კიდევ არ არის გახანგრძლივებული, არადა მიმდინარე შეთანხმების საფუძველზე, მოიზი გუნდში 2020 წლამდე რჩება..

შესაბამისად, თუ ბიანკონერის არ სურს მისი ხელიდან გაშვება, მაშინ დროულად მოუწევს საქმის ბოლომდე მიყვანა..

თუ ტურინულ გამომცემლობებს დავუჯერებთ, უკვე მომავალ კვირას მინო რაიოლასთან ყველა დეტალი უნდა შეთანხმდეს, რის შემდეგაც კლუბს იმედი აქვს, რომ კინთან კონტრაქტს 2024 წლამდე გაახანგრძლივებს..

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x