ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ვინ შეცვლის ალეგრის?

გუარდიოლა ოცნებაა, ინძაგი შესაძლებლობა…

ოფიციალურად, მასიმილიანო ალეგრი ტურინის იუვენტუსს სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს.

და მაინც… ვინ შეცვლის ალეგრის?

იტალიურ პრესაში ალეგრის ამბის კვალდაკვალ მომავალი შემცვლელების სავარაუდო სია გამოქვეყნდა.

გუარდიოლა ნომერ პირველი კანდიდატურაა, თუმცა ის კვლავ ოცნებად რჩება. ესპანელ სპეციალისტს მანჩესტერელებთან კიდევ 2 წლიანი ხელშეკრულება აკავშირებს და ხელფასიც ძალიან დიდი აქვს.

სიმონე ინძაგი ერთ-ერთი საუკეთესო ალტერნატივაა. ლაციოს თავკაცმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ მზად არის დიდი გუნდი ჩაიბაროს, თუმცა ეს იუვენტუსია, სადაც ერთი შეცდომაც ძალიან ძვირად ფასობს. ინძაგის ლაციოსთან ჯერ კიდევ აკავშირებს ხელშეკრულება, თუმცა გუარდიოლასგან განსხვავებით მისი გამოსყიდვა გაცილებით მარტივი იქნება.

დიდიე დეშამს ძალიან სურს საკლუბო ფეხბურთში და კონკრეტულად იუვენტუსში დაბრუნება. მას ტურინულ გრანდში დაუსრულებელი საქმეები დარჩა, თუმცა ფრანგი სპეიალისტი ევროპის ჩემპიონატის ფინალის რევანშზეც ფიქრობს და ამიტომ ნაკრების დატოვებას არ ჩქარობს.

კანდიდატების სიაში გამოჩნდა მაურისიო სარიც, რომელსაც არც თუ ისე კარგი ურთიერთობა აქვს რომან აბრამოვიჩთან. ევროპა ლიგის ფინალი საბოლოო შანსი იქნება იტალიელი სპეიალისტისთვის, რომლის ხელიდან გაშვების შემთხვევაში უმუშევარი დარჩება.

პოჩეტინოს კარიერის სხვა ქვეყანაში გაგრძელების პერსპექტივა ძალიან ხიბლავს, თუმცა ტოტენჰემი მაქსიმალურად შეეცდება არგენტინელი მწვრთნელის შენარჩუნებას.


0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

59 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
5 years ago

აუ რა შარში ვართ

ტრიდე
ტრიდე
5 years ago

იგძაგის გარდა ყველა რა

maradona73
maradona73
5 years ago

დეშამი, კლოპი და პოჩე ამ რიგიტობიტ ვაძლევ უპირატესობას.
:forza:

რ ე ა ლ ი ს ტ ი
რ ე ა ლ ი ს ტ ი
5 years ago
Reply to  maradona73

ვა გამოჩნდი ძმაო სად დაიაკრგე შენ ისე

Kara
Kara
5 years ago
Reply to  maradona73

გეთანხმები. პროსტა სარის, ინძაგის და გასპერინის კანდიდატობა არ მესმის. გუნს ლიგის მოგება უნდა და ამათმა რა უნდა გააკეთონ ვერ ვხვდები

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

va va naxe saris daebazrao juve,imas kidev tavis shvilobili miyveba kudshi iguainis saxit…
mokled ar dailia as mamashvilobis tendencia juveshi (alegri-deshilio)

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

naxe anielis esti zaxodit tavdamsxmelic moyavs da mwvrtnelic ra dzaan *eslia andrea

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

გონსალოს ვინ ჩივის ,,მაესტრო” ჟორჟინიოც არ მოაყოლოს

სვანჩიკა
სვანჩიკა
5 years ago

ჩემის აზრით რადგან არჩევანი ძალიან ცოტაა ანუ დიდი ტრენერი თუ ვერ მოდის მაშინ კონტე-გასპერინის-ინძაგის და დაჟე დეშამსაც სარი აჯობებს იცის ამ კაცმა მისი საქმე ნაპოლის საკაიფო ფუტბოლი ათამაშა ჩელსიშიც არაუშავს პირველი წელია იქაა ადაპტაცია გაუჭირდა მაგრამ მესამეზე გავიდა და პლიუს ევროპალიგის ფინალშია(შეიძლება მოიგოის კიდევაც)ამიტომ სარი იქნება ამ ეტაპისთვის კარგი ვარიანტი

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

Konte simeone difranchesko sari mixailovichi da tu kide gamomcha svarshikebi eseni ara raa

5 years ago

არავინ იცის ვინ რას ითხოვდა და რაზე ვერ შეთანხმდენ. სხვა და სხვა ჟურნალისტები განსხვავებულ ვერსიებს წერენ. ვის მოიყვანენ შემცვლელად და რა ტრანსფერებს განახორციელებენ მაგით გამოჩნდება ანიელის კაი ბიჭობა. ფაქტია რო ამ ნახევარდაცვით დიდი შანსი არ გვექნება ლიგაზე რონალდუს მესიც რო მიუყენო გვერდით მაინც. დაცვაშიც გვჭირდება ვინმე. სხვა მხრივ კარგი სასტავი გვყავს. დიბალას პოტენციალიც შემდეგ სეზონში გამოჩნდებ, კიდევ ერთხელ ვიტყვი რო ძაან დიდი იმედი მქონდა მაგ ბიჭის, მაგრამ წელს როგორც თამაშობდა და იქცეოდა არ შეეფერება იუვეს ათიანს.

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

Alegrim man citis prezidenttan ertad ivaxshmao da eg kargia gaushvas guardiola da danishnos alegri

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

1.კონტე 2.ინძაგი 3.პოჩეტინო

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

ჰ ა ი ნ კ ე ს ი მწვრთნელად !!! :)

| Newsphere by AF themes.
59
0
Would love your thoughts, please comment.x