ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბარძალი: “ფეხბურთის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია”

ანდრეა ბარძალის საფეხბურთო კარიერის დასრულებას მხოლოდ 180 წუთი აშორებს. “ატალანტასთან” მატჩის შემდეგ ის უკანასკნელად აღმართავს “სკუდეტოს” ფეხბურთელის რანგში.  ამ თემასთან დაკავშირებით 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა მცირე კომენტარი გააკეთა.

 

“კარიერის დასრულება არის ძალიან ძნელი, ძნელია როდესაც აანალიზებ იმას, რომ ამდენი წლის შემდეგ შენი პარტნიორების გვერდით არ მოგიწევს ასპარეზობა, მაგრამ რას ვიზამთ ყველაფერს თავისი დრო აქვს.

“დროა ახალი გამოწვევების მისაღებად. დავისვენებ, შემდეგ კი ვიფიქრებ თუ სად გავაგრძელებ მოღვაწეობას. ფაქტია, რომ ფეხბურთის გარეშე ყოფნა ჩემთვის წარმოუდგენელია”.

“ძალიან მომენატრება ის ატმოსფერო რომელშიც წლებია მიწევს ყოფნა, ვარჯიშები, ხუმრობები, მოედანზე გატარებული თითოეული წამი”.

ანდრეა ბარძალი “იუვენტუსს” 2010 წელს შეუერთდა გერმანული “ვოლფსბურგიდან”, მან “იუვეს” მაისური 280-ჯერ მოირგო და 2 გოლის გატანა შეძლო.

38 წლის იტალიელმა მცველმა “იუვენტუსთან” ერთად ზედიზედ 8 ჩემპიონობა იზეიმა, ასევე 4-4_ჯერ შეძლო იტალიის თასის და სუპერთასის მოგება.


0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
5 years ago

ბარძაღლი , ბარძაყი , კედელი კაცი და დაუფასებელი , ერთერთი უძლიერესი მცველი მსოფლიოში ! :forza:

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x