ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ჯორჯო კიელინი:”ანტონიო იმედი მაქვს ინტერში ვერაფერს ვერ მოიგებ”

ჯორჯო კიელინისთან ტუტოსპორტმა ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა:

ანტონიო კონტესთან იდეალური ურთიერთობა მაკავშირებს.. ჩვენ ერთმანეთს დიდი ხანია ვიცნობთ და ამ ხნის მანძილზე საკმაოდ დავახლოვდით..

თუმცა, მისი გადაწყვეტილება ჩემთვის ძალიან უცნაურია.. პირობითად ჩელსიში ყოფნისას, ანტონიოს აქტიურად ვქომაგობდი, მაგრამ ინტერი..

არ შემიძლია კონტეს ნერიაძურის ფერებში მხარი დავუჭირო.. საკმაოდ უცნაურად მეჩვენება მისი მილანურ კლუბში ხილვა და იმედი მაქვს ვერაფერს ვერ მოიგებს..

მომავალ მწვრთნელთან დაკავშირებით, წარმოდგენაც კი არ შეგიძლიათ ჩემს ტელეფონზე რა ხდება.. ადამიანები მიგზავნიან ინფორმაციას, რომლის დადასტურებას მთხოვენ..

პირადად მე სიმშვიდეს ვინარჩუნებ, რადგან კლუბის მესვეურებმა ყველაზე კარგად იციან თუ ვის უნდა ჩააბარონ გუნდი..

დარწმუნებული ვარ მწვრთნელი, რომელიც იუვენტუსის რიგებში მოვა იქნება განსაკუთრებულად წარმატებული.

კრიშტიანო რონალდუმ გუნდში ადაპტაცია მშვენივრად გაიარა.. თითქოს ის აქ უკვე წლებია იყოს.. რაც მთავარია პორტუგალიელმა ჯანლუიჯი ბუფონის წასვლისგან შექმნილი სიცარიელე შეავსო, გუნდს საჭირო თავდაჯერებულობა და სითამამე შემატა.

პოლ პოგბაზეც ბევრს მეკითხებიან, მაგრამ მის დაბრუნებაზე არაფერს გეტყვით.. ანდრეა ბარძალის საპატივცემლო საღამოზე მისი ხილვა ძალიან გამიკვირდა, მაგრამ კიდევ ერთხელ მივხვდი როგორი მუხტია ამ დიდ ოჯახში.. არტურო ვიდალსაც ძალიან ვუყვარვართ, ისევე როგორც კარლოს ტევეს!

აარონ რემზი უკვე ტურინშია და სარეაბილიტაციო პერიოდს გადის.. საკმაოდ უშუალო და პოზიტიური ადამიანია..

კარიერის დასრულებაზე ბევრს ვფიქრობ, რადგან აგვისტოში 35 წლის ვხვდები.. მსურს ასეთ მაღალ დონეზე კიდევ 1 ან 2 სეზონი ვითამაშო.. სამი პრაქტიკულად წარმოუდგენელი მეჩვენება.

ამის შემდგომ კი კარგი იქნებოდა, რომელიმე ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობა, რადგან მწვრთნელი ჩემი მიზანი ნამდვილად არ არის.

ამ წარმატებული ციკლის გაგრძელება იქნება ურთულესი! სწორედ ამიტომაც ვფიქრობ, რომ ერთ მშვენიერ დღეს მაქს ალეგრი იუვეში დაბრუნდება..

ვერც კი აგიღწერთ როგორ უყვართ ერთმანეთი იუვენტუსს და მაქს.. შესაბამისად, უკვე ხვალ შესაძლოა ისინი ისევ ერთად იხილოთ!”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

89 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ტრიდე
ტრიდე
5 years ago

არც სარი მოვა არც იგძაგი ისე მოვა როგორიც იუვეს ეკადრება ან ყველაზე შტერი რომელიც არის თავისუფალი იმედია იუვე ბევრს იფიქრებ და წესიერ ტრენერს შეარჩევ

რ ე ა ლ ი ს ტ ი
რ ე ა ლ ი ს ტ ი
5 years ago

სარისკენ ვიხრებოდი მე მარა ჩელსის ფეხბურთელები თურმე წუწუნებენ ერთფეროვანი არისო. მაშინ ახლა ინძაგიზე ვდებ ფსონს :)

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

რათქმაუნდა ინძაგი აბა ლიგას მეტი ვინ მოიგებს შანსი არაა :lool: :lool:

რ ე ა ლ ი ს ტ ი
რ ე ა ლ ი ს ტ ი
5 years ago

შენ ალბათ მარტო ლიგაზე უყუტებ იუვეს თამაშებს და გგონია სერიალში ქვას ქვაზე არ ტოვებს

| Newsphere by AF themes.
89
0
Would love your thoughts, please comment.x