ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სარის და ნედვედის აზრები შესაძლოა ერთმანეთს არ დაემთხვეს

ერთი რომელ ფეხბურთელებზეც აკეთებს ფსონს მაურისიო სარი, მაგრამ მეორეა ვისი გაშვება უნდა გუნდიდან:

არ არის გამორიცხული ამ მხრივ მას პაველ ნედვედთან არ აეწყოს საქმე ჯერ კიდევ გუნდში მოსვლამდე..

საქმე იმაშია, რომ იტალიელი სპეციალისტის მხარდამჭერი არა ნედვედი ან ფაბიო პარატიჩია, არამედ ანდრეა ანიელი..

ჯერჯერობით საქმე კონკრეტულ მოლაპარაკებებამდეა და გადაჭრით რაიმეს მტკიცება ყველა მხარეს გაუჭირდება..

თუმცა, მაურისიო პირდაპირი ადამიანია და არ ერიდება საკუთარი მოსაზრებების გასაჯაროებას.. სხვათაშორის დე ლაურენტისთან ურთიერთობა ამიტომ ჰქონდა დაძაბული..

მოკლედ, სარი ითხოვს გუნდიდან მარიო მანჯუკიჩის გაშვებას, რომელსაც ვერანაირ ფორმაციაში ვერ ხედავს..

სწორედ ამიტომაც გაძლიერდა ხმები, რომ დორტმუნდის ბორუსია ხორვატის გაფორმებას ცდილობს..

ბუნდოვანი პრესპექტივით არის სამი ხედირაც და სხვათაშორის ლეონარდო ბონუჩიც, რადგან მაურისიოს არასოდეს დაუმალავს დიდი სიმპატიები დანიელე რუგანის მიმართ, ხოლო გუნდი ბაზარზე კიდევ ერთ მცველზე მუშაობს.. შესაბამისად ბონუჩის მომავალი კითხვის ნიშნებით არის სავსე.

რაც შეეხება მირალემ პიანიჩს.. კულუარული ცნობებით იგი იმიტომ გახდა სარისთვის ხელშეუხებელი, რომ მას ჟორჟინიოს როლის მორგება სრულად მოუწევს.. ფაქტიურად მისთვის ეს ორი ფეხბურთელი იდენტური ტიპის მოთამაშეა.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
5 years ago

პირადად მე ძალიან არ მომეწონა კალდარა -ბონუჩის ბარტერი.. საერთოდ არ ვფიქრობ, რომ ლეო ჰაიკლასია. უამ
რავი მომენტის გახსენება შეიძლება .. მარტო ლიგის ფინალი რად ღირს რეალთან .. ცენტრალურ მცველს ყველა მხრიდან არ უნდა ასწრებდნენ ბურთზე თამაშს

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

es exla woria da meti araferi )) pirvel rigshi tu vinme jdeba saris fexburtshi eg aris bonuchi romelsac sheuzlia dacvidan burtis amotana

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

ვაი ამის პატრონს :/ ბონუჩის გუნდში როგორ ვერ უნდა ხედავდე …

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x