ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დი მარციო:”საქმე მოულოდნელად განვითარდა”

ჯანლუკა დი მარციო ხმაურიან ცნობებს აქვეყნებს მატიას დე ლიგტთან მიმართებაში:

ფეხბურთელი ახლოს იყო ბარსელონაში გადასვლასთან, მაგრამ მინო რაიოლას მოთხოვნებიდან გამომდინარე კატალონიელებმა აღნიშნულ იდეაზე უარი თქვეს..

შემდგომ საქმეში პსჟ ჩაერთო, მაგრამ თავად ფეხბურთელმა აღნიშნულ ვარიანტზე უარი განაცხადა..

ახლა კი სქაი სპორტის პოპულარული წამყვანი და მთელი რიგი ჰოლანდიური გამომცემლობები, ერთხმად აღნიშნავენ, რომ სულ მალე დე ლიგტი იუვენტუსის რიგებში გააგრძელებს საფეხბურთო კარიერას..

დი მარციო აზუსტებს, რომ დღევანდელი და ხვალინდელი დღეები გადამწყვეტი აღმოჩნდება..

ტურინელებს აღნიშნული გარიგება 70 მილიონი ევრო დაუჯდებათ, ხოლო თავად მოთამაშის ანაზღაურებას 15-20 მილიონს ასახელებენ ერთ სეზონში, თუმცა ვფიქრობ ეს ციფრები უფრო დეტალური ცნობების შემდეგ ერთი-ორად შემცირებული იქნება..

7 thoughts on “დი მარციო:”საქმე მოულოდნელად განვითარდა”

  1. 15 მილიონს ამას არავინ მისცემს )) გუნდში სიტუაცია აირევა ))) 19 წლის ბიჭს 15 მილიონს აძლევ და რა გააკეთა დიბალაზე ბერნაზე კოშტაზე ბონუჩიზე მეტი ? )) დელიხტი გაპიარებულია ძაან ) სკამზე დაჯდება იუვეში ))) ბონუჩის არავინ დასვამს სკამზე )) ნუ კიელინის არ ყოფნის შემთხვევაში იქნება სასტარტოში )))

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.