ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იტალიური მედია:”ბუფონი იუვეში ბრუნდება”

სქაი სპორტის პოპულარული წამყვანი ჯანლუკა დი მარციო მოულოდნელ ცნობებს აქვეყნებს ჯანლუიჯი ბუფონთან დაკავშირებით:

ამ ეტაპზე ნუმერო უნოსთან ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს მისი ტურინში დაბრუნებასთან დაკავშირებით..

საგულისხმოა, რომ აღნიშნულ პროცესებს უშუალოდ ანდრეა ანიელი ხელმძღვანელობს, რომელიც ჯიჯის 2020 წლის სეზონში ანაზღაურების სახით 4 მილიონ ევროს თავაზობს..

იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ბუფონი ერთი სეზონის მანძილზე მატია პერინს ჩაანაცვლებს და ვოიცეხ შესნის დუბლიორი იქნება.

სეზონის დასრულების შემდეგ იუვე ბუფონს მაურისიო სარის სამწვრთნელო შტაბში შეთავაზებს ადგილს ან ერთ-ერთი დირექტორის პოზიციას..

საგულისხმოა, რომ აღნიშნული ინფორმაცია ჯიჯის აგენტმაც დაადასტურა:

“მოლაპარაკებები მართლაც მიმდინარეობს, თუმცა ჯერჯერობით მეტი კონკრეტიგისგან თავს შევიკავებ”..

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x