ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ლიპის ვრცელი ინტერვიუ – დე ლიგტი, სარი, მოჯი და ასე შემდეგ..

მარჩელო ლიპი მატიას დე ლიგტის იუვეში შესაძლო გადასვლაზე და სხვა საინტერესო თემებზე:

“დარწმუნებული ვარ იუვენტუსისთვის მატიასის შეძენა იქნება ფანტასტიური ნაბიჯი!

ჰოლანდიელმა უკვე დაგვიმტკიცა, რაოდენ მაღალი დონის მოთამაშეა.. აქვს ბრწყინვალე ფიზიკური კონდიციები, მშვენივრად არჩევს პოზიციას და არ უნდა დავივიწყოთ მისი ინტელექტუალური მონაცემებიც.

არ ვთვლი საჭიროდ, რომ რომელიმე მცველს შევადარო, რადგან საკუთარი კარიერის მანძილზე არაერთი დიდებული უკანახაზელი ვიხილე.. ალესანდრო ნესტა, ფრანკო ბარეზი, ფაბიო კანავარო, ჩირო ფერარა და მარკო მატერაცი..

თუმცა, ასეთ ასაკში და დონეზე მყოფი დიდი იშვიათობაა..

ტურინელები დე ლიგტის გაფორმებით, მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამენ ხარისხის გაზრდით.. ახალგაზრდა მცველი რომელიც ლეონარდო ბონუჩის და ჯორჯო კიელინის გვერდით განაგრძობს მწვერვალების დაპყრობას..

მაურისიო სარი? დარწმუნებული ვარ ხელმძღვანელობამ სათამაშო ფილოსოფიის კარდინალური შეცვლა გადაწყვიტა.

ამდენი სკუდეტოს ზედიზედ გაფორმების შემდეგ, აუცილებელია საჭირო მოტივაციის პოვნა.. მათ ეს კარგად მოახერხეს.

ერთ-ერთი ყველაზე რთული მისიაა, როდესაც ფეხბურთი ერთი-ორი შეხებით უნდა ითამაშო, მაგრამ სარის ეს კარგად გამოდის.

ნამდვილად არ მიმაჩნია სწორი, რომ მწვრთნელი კრიშტიანო რონალდუსთან შვებულების დროს იმიტომ მივიდა რათა ეკითხა ვინგერად თამაში უფრო ურჩევნია თუ ცენტრ ფორვარდად..

თავის დროზე, გუნდის წამყვან ფეხბურთელებთან კონსულტაციას იდენტურად გავდიოდი.. საუბარი ეხებოდა სეზონს და სხვადასხვა ტექნიკურ ასპექტებს.

შესაძლოა თამაშის ესთეტიურობის თვალსაზრისით ლეო მესის ყურება უფრო ეფექტურია, მაგრამ კრიშტიანო უნიკალურ საქმეებს ჩადის და გუნდისთვის საოცარ შედეგებს აღწევს.

რაც შეეხება ჯანლუიჯი ბუფონის იუვეში შესაძლო დაბრუნებას, უმჯობესია ამაზე ახლა არ ვისაუბრო და დაველოდოთ მოლაპარაკებების დასრულებას.. ჯიჯი კარგი პიროვნებაა და მას მხარს ყველა შემთხვევაში დავუჭერ.

საუკეთესო დირექტორი ვისთან ერთადაც მიმუშავია? როგორ არ ვთქვა ლუჩანო მოჯი.. მან ფეხბურთის შესახებ საკმაოდ ბევრი იცის, მიუხედავად იმისა დაუშვა თუ არა თავის დროზე კონკრეტული შეცდომები.. არ უნდა დავივიწყოთ ასევე ანტონიო ჯირაუდო და ადრიანო გალიანი“.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ვილლი მილან


გალიანის ერთი ადგილი რო გაენძრია ერთი ორი წელი მილანშიც იმწვრთნელებდი :cry: :-|

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x