ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ხედირა და მატუიდი – ბარგი მზად არის


ალეგრის ფავორიტები გუნდს დატოვებენ

აარონ რემსის და ადრიენ რაბიოს იუვენტუსში მოსვლის შემდეგ, ტურინულ გრანდში ნახევარმცველების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა.

Tuttosport-ის ცნობით, ბლეზ მატუიდის და სამი ხედირას იტალიური კარიერა დასასრულს უახლოვდება. როგორც ჩანს, მასიმილიანო ალეგრის ფავორიტი მოთამაშეები სარის გეგმებში ვერ ჯდებიან.

32 წლის გერმანელი, რომელსაც კონტრაქტი 2021 წელს უსრულდება, დიდი ალბათობით კარიერას შეერთებულ შტატებში განაგრძობს. ასევე რადარზე თურქული ბეშიქთაშის ვარიანტიც ჩანს.

ფრანგი ნახევარმცველი კი სავარაუდოდ კარიერას სამშობლოში გააგრძელებს. მატუიდის მიმართ ინტერესს მონაკო იჩენს.

6 thoughts on “ხედირა და მატუიდი – ბარგი მზად არის

  1. ხო აღმოჩნდა რომ არაფერი არ გაბრაზებულა ალეგი არავის მყიდულობენო, იყიდეს ისინი ვინც მაქსაც მოეწონებოდა და ენდომებოდა,მაგრამ საქმე არყიდვაში კი არა ჩაკუკულ სტილში იყო, ახლა რემსის და რაბიოს არბენინებდა მგელივით დაცვაში,

  2. ალეგრის საყვარელი მოთამაშეები ))))) რაბიო და რემზი რად უნდოდა აბა ცენტრში ) ვერ ითამშებდა სვარკას ))

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.