ფაბრიციო რომანო:”სარი დე ლიგტს ესაუბრა”
ფაბრიციო რომანომ რომელიც სქაი სპორტის წამყვანია, დღის ბოლოს მატიის დე ლიგტზე მორიგი პოზიტიური ცნობები გამოაქვეყნა:
“ჰოლანდიელი ფეხბურთელი მაურისიო სარის ტელეფონით ესაუბრა და კარიერის იუვენტუსში გაგრძელებაზე მზადყოფნა დაუდასტურა..
მწვრთნელსა და მოთამაშეს შორის, მცირე ტაქტიკურ ნიუანსებზეც შედგა კონსულტაცია..
პარალელურად იუვენტუსი და აიაქსი ინტენსიურად მუშაობენ, რათა ტრანსფერი უახლოეს პერიოდში დახურონ..
საგულისხმოა, რომ ბოლო რამდენიმე საათია მოიზ კინი მხარეებს შორის აქტიურად განიხილება, როგორც ზემოთხსენებული ტრანსფერის ნაწილი..
ერთ-ერთ ყველაზე რეალურ ვარიანტად, სახელდება კონტრაქტის გახანგრძლივება ფორვარდთან, რის შემდეგაც იგი 2 წლიანი არენდით აიაქსის ღირსებას დაიცავს”.
მაინც ვერ ვხვდები ბევრმა რატო ჩამოწერა პაულო. ერთადერთი ზეკლასნი ახალგაზრდაა გუნდში

დიბალამ რა შეუკლასა ჩილეს

აი რატო უნდა გაყიდო ან ჩართო რომელიმე ტრანსფერში კინი? ტიპი გაახმეს სკამზე და რაც მაგან გოლები ყარა აი ყველა შანსი გამოიყენა რატო უნდა გაუშვა ეგ კაცი ერთი მიზეზი? აფსოლიუტურად ყველა შანსი გამოიყენა ტიპმა.დაღეჭილი პასებით თუ როგორც იყო თითქმის ყველა კარში დარტყმული გოლად აქცია.
ნამდვილად კარგად ითამაშა მეორე ნახევარი, პირველში არ ათამაშეს საერთოდ…
მთლიანად მასზე დაკისრება მაინც ალბათ ადრეა მაგრამ პირველი ზამენა ეგ უნდა იყოს, ვიღაც ტრავმვას მიიღებს, ვიღაცას დასვენება დასჭირდება და კინსაც ბევრი თამაშის ჩატარება მოუწევს…
წინ რონალდო – იკარდი და ხარნ ერთს შეცვლის კინი და ხან მეორეს…
მოკლედ ამათ ახალგაზრდებზე აქვთ პრობლემა რა ვაფშე არავის ენდობიან.ამათ მესი რო ყავდეთ 18 წლის მაგასაც გაანათხოვრებდნენ სასუოლოში წლოვანების გამო.
20 წლის ახალგაზრდა სტარის ტრანსფერში თუ გამოიყენეს რატოა ცუდი ? მითუმეტეს კინი სად უნდა ათამაშო იკარდი თუ მოვა))არ ჯობია კინის ჩართვით ფული დაიზოგოს და პოგბაზე გაიწიონ ?
ჯერ იკარდი იყიდონ და მერე იფიქრონ კინის მოშორებაზე მაშინ.მე იკარდი გულზე ნაღდად აღარ მეხატება ამ ბოლო დროს ისე :)
ხო არც მე ვგიჟდები დიდათ, მაგრამ გუნდს გააძლიერებს უდავოდ და ესენიც კაროჩე ოლინზე არიან რა)) სანამ რონალდოა ლიგა უნდა დადონ))
მეტი საქმე არააქ აიაქსს 2 წელი გაზარდოს კინი და მერე იუვემ უფასოდ წაიყვანოს. 2 წლიანი არენდა რაღაც არარეალური იქნება. სავარაუდოდ ტრანსფერი უკან გამოსყიდვის უფლებით უფრო იქნება
და ეგ ფორმულა რითია განსხვავებული? იგივე არენდაა ))
იგივე არენდა როგორ არის, ეხლა იყიდიან მაგალითად 20 მილიონად და გამოისყიდიან 40-50 მილიონად და ასევე იუვეს შეეძლება არც გამოისყიდოს…
არც განიხილება ეგ ვარიანტი.. ორ წლიან არენდაზე მიდის საუბარი და რა გავაკეთო
თუ არ განიხილება ეს სხვა ამბავია :)
და იკარდიც რომ მოიყვანონ და ორი ცენტრით თუ ითამაშა(რონალდო, იკარდი), მაინც უნდა დაიტოვონ კინი და საკმაოდ დიდი დრო მიეცემა,ხან დასვენება, ხანტრავმვა, თასები,არამნიშვნელოვანი თამაშები და ასე…
მითომ დელპიერო ბრუნდება ზამენაზეო
აიაქსში თუ ანათხოვრებენ ძაან მაგარი იქნება