ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იკარდის იუვეში სურს

ფაბიო პარატიჩის კოზირი მოთამაშის სურვილია…

Tuttosport-ის ცნობით, მილანის ინტერის ფორვარდს, მაურო იკარდის კარიერის გაგრძელება იუვენტუსში სურს.

ნერაძურის ახალი დირექტორის, ჯუზეპე მაროტას განცხადებით, არგენტინელი ფეხბურთელი ანტონიო კონტეს გეგმებში არ შედის და ის აუცილებლად დატოვებს გუნდს. იკარდის კი აპენინების დატოვება არ სურს.

იტალიური მედიის ინფორმაციით, რადარზე ორი კლუბი იუვენტუსი და ნაპოლია.

ტურინელთა სპორტული დირექტორის, ფაბიო პარატიჩის მთავარი კოზირი თავად ფეხბურთელის სურვილია. როგორც ჩანს არგენტინელ შემტევს ტურინში გადასვლა და უმაღლესი ტიტულებისთვის ბრძოლა სურს.

1 thought on “იკარდის იუვეში სურს

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.