ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტუტოსპორტი:”ძანიოლო-იგუაინი”

ტუტოსპორტი ტურინულ/რომაულ მოლაპარაკებებზე აქვეყნებს სიახლეს:

მოლაპარალებები კლუბებს შორის მაისიდან დაიწყო და ივნისში განხორციელებული ბარტერი, სიმართლე ითქვას არ იყო ისეთი, რასაც მხარეები ელოდნენ..

კერძოდ, მაშინ მგლებმა ვერ მოახერხეს პიპიტას დარწმუნება, რომ არგენტინელს კარიერა რომას რიგებში გაეგრძელებინა და ფაბიო პარატიჩის ალტერნატიული სქემის განხორციელება მოუწია.

ახლა კი სიტუაცია თითქოს და უკეთეს ჭრილში ვითარდება.. “იგუაინი სწორს იზამს თუ რომაში გადავა.. შესაძლოა გუნდისთვის იგი ახალი გაბრიელ ბატისტუტაც გახდეს!”

მსგავსი სახის სათაურებით ქვეყნდება ადგილობრივ მედიაში სიახლეები.. კლუბის ხელმძღვანელობა იგუს ძმის დარწმუნებას ცდილობენ და თუ გავითვალისწინებთ ტურინელთა პოზიციას, მაშინ პიპიტა საბოლოო ჯამში შეიძლება დათანხმდეს კიდევაც.

რას მიიღებს იუვე სანცვლოდ? დიდი ხნის წინ დაწყებულ საგას რომელიც ნიკოლო ძანიოლოს ეხება.. პარატიჩის ახალგაზრდა იტალიელი დიდი ხანია სურს და ახლა ამისთვის იდეალური ვარიანტია..

რომაც თავის მხრივ არაა წინააღმდეგ თუ იგუაინს ჩაიგდებს ხელში, სანაცვლოდ იუვეს ნიკოლო დაუთმოს.

3 thoughts on “ტუტოსპორტი:”ძანიოლო-იგუაინი”

  1. ისე რომ ცადოს იუვეს შეფობამ და ჩელსის იგუაინი + 30 ლიმონი და კანტე წამოვიყვანოთ.

  2. რავი მე არ ვარ ამ ბავშვით დიდად აღფრთოვანებული)) მარადმწვანე ტალანტის პერსპექტივას უფრო ვხედავ))

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.