რომერო ტურინში სამედიცინო შემოწმებას გადის
კრისტიან რომერო ტურინში იუვენტუსის სამედიცინო ცენტრში ესტუმრა:
არგენტინელი ცენტრალური მცველი სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც კლუბთან 5 წლიან ხელშეკრულებას გააფომებს.
დარჩება თუ არა იგი კლუბში ჯერ უცნობია, რადგან აქტიურად მიდის საუბრები ერთი სეზონით განათხოვრებაზე..
ორი ვარიანტია ამ მხრივ ყველაზე აქტუალური.. ჯენოაში დატოვება ან ატალანტაში გაშვება..
უბრალოდ ბერგამოელებთან ლეონარდო სპინაცოლას საქმის შემდეგ ურთიერთობა იდეალური ნამდვილად არ არის, რამაც შესაძლოა ტურინელთა გადაწყვეტილებაზეც იმოქმედოს..
ცალკე საკითხია ლეონარდო ბონუჩის მომავალიც.. ჯერჯერობით მისი მომავალი ბოლომდე გადაწყვეტილი არ არის, რადგან სულ მალე კლუბი მატიის დე ლიგტს გაიფორმებს, რაც ლეოს სათამაშო დროს შეუმცირებს..
ამ ყოველივემ რომერო არაა გამორიცხული ტურინში ახლავე დატოვოს.
საგულისხმოა, რომ სამხრეთ ამერიკელის გარდა, სამედიცინო ცენტრს ასევე აარონ რემზიც ესტუმრა..
.@aaronramsey al J|Medical // Ramsey at J Medical 🏴⚪️⚫️ @GoalItalia pic.twitter.com/6aYNuUt9Ot
— Romeo Agresti (@romeoagresti) July 9, 2019