ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დიბალას შანსი

არგენტინელი ახალ პოზიციას მოირგებს

არგენტინელი ვარსკვლავი პაულო დიბალა ჩაგდებული სეზონის შემდეგ ახალს შანსს მიიღებს.

იტალიური მედიის ცნობით, ტურინელთა დამრიგებელი, მაურისიო სარი, პაულოს ცრუ 9-იანი პოზიციაზე გამოყენებას გეგმავს. დიბალამ გასულ კოპა ამერიკაზე, ნახევარფინალურ შეხვედრაში, ფორვარდის ადგილას ითამაშა და მატჩის საუკეთესო მოთამაშეც გახდა.

ტურინელთა 10-იანს ცენტრფორვარდის პოზიციაზე თამაშის გამოცდილება უკვე აქვს. დიბალა პალერმოს რიგებში ცივსისხიანი 9 ნომერი გახლდათ და არაერთი გოლიც გაიტანა.

როგორც მედია ვარაუდობს, ეს არგენტინელის ბოლო შანსი იქნება. შეგახსენებთ, გასულ სეზონში ალეგრი დიბალას ტრეკუარტისტად იყენებდა და ამის გამო დიბალას დიდი კრიტიკაც შეხვდა.

4 thoughts on “დიბალას შანსი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.