მანჯუკიჩი ბაიერნში?
ხორვატი გერმანიაში დაბრუნებაზე ფიქრობს
Sky Sport-ის ცნობით, მიუნხენის ბაიერნი მარიო მანჯუკიჩის დაბრუნებას გეგმავს. ხორვატი ფეხბურთელი გერმანელთა რიგებში 2 წლის განმავლობაში ასპარეზობდა, სადაც ჩემპიონთა ლიგის ტიტულის მოპოვებაც შეძლო.
მანჯუკიჩს ტურინი და ტურინელი გულშემატკივრები განსაკუთრებულად უყვარს. ცენტრფორვარდის მიზანი გუნდში დარჩენაა, თუმცა როგორც ჩანს მაურისიო სარის გეგმებში ხორვატი შემტევი არ შედის.
პრესის ინფორმაციით, თუ სიტუაცია არ შეიცვლება, მარიო გუნდის დატოვებაზე იფიქრებს და კარიერას მიუნხენის ბაიერნში გააგრძელებს.
არ დაიჯეროთ, მე არაფერს ვერჩი მანჯუს, შტაბს არ მოწონს, ასაკის ამბავში. მე მაგრად მევასება,
ჯერ გონსალოს გაშვებაზე იფიქრონ რა
არ უნდა გაუშვან მით უმეტეს ბაიერნში. ამისგან დიდ თანხას ვერ აიღებენ