ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

რაი სპორტი:”დემირალმა ტურინი შესაძლოა მალევე დატოვოს”

რაი სპორტის მტკიცებით, შესაძლოა იუვეში ახლად მოსულმა მერიჰ დემირალმა გუნდი მალევე დატოვოს:

პოპულარული არხის ცნობით პაოლო მალდინი და ზვონიმირ ბობანი სერიოზულად განიხილავენ, როსონერის რიგებში ტურინელთა თურქ ახალვეწულის გადაბირებას.

საქმე იმაშია, რომ მათთვის დეიან ლოვრენი ფინანსური თვალსაზრისით ძვირი სიამოვნებაა, ხოლო მატია ნასტასიჩის დათმობა თავად შალკეს არ სურს..

თუ ზემოთხსენებულ წყაროს დავუჯერებთ, მხარეებს შორის უკვე შედგა კონტაქტი.. მალდინი და ბობანი ფაბიო პარატიჩის ესაუბრნენ და დემირალთან მიმართებაში სურვილი მკაფიოდ დააფიქსრეს..

ტურინელთა პოზიცია ამ ეტაპზე უცნობია.. თუმცა, თუ იუვე მაინც გადაწყვეტს მის გასხვისებას, მაშინ სასუოლოს გარეშე ეს ყოველივე არ მოხდება..

საქმე იმაშია, რომ ფეხბურთელის სატრანსფერო უფლებები ბიანკონერიმ კი სრულად გამოისყიდა, თუმცა კონტრაქტის თანახმად ორი უახლოესი წლის მანძილზე მოკრძალებული კლუბის გარეშე, მოქმედი ჩემპიონები მოლაპარაკებებს ვერცერთ კლუბთან ვერ წამოიწყებენ.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
5 years ago

ჭორია არ გაუშვებენ გუნდიდან 5 წლიანი კონტრაქტი გაუფორმეს და ბენატიას დაბრუნებაც ამის გამო გადაიფიქრეს თან ცენტრშიც და ფლანგზეც შეუძლია თამაში
20 ამდე ისედაც დაუჯდათ და ან რა ფასში უნდა იყიდოს გაჭირვებულმა მილანმა

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x