ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბონუჩი მოახლოებულ სეზონზე

გთავაზობთ ლეონარდო ბონუჩის ინტერვიუს, რომელიც მან იუვენტუსის ოფიციალურ გვერდთან ჩაწერა:

თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობ, რადგან ჩვენ წინ ახალი გამოწვევები გველის და ყველა წინაპირობა არის შექმნილი, რაღაც განსაკუთრებულს მივაღწიოთ.

მაურისიო სარის მუშაობის სტილი აქამდეც მომწონდა, თუმცა ერთია როდესაც შორიდან უყურებ და მეორეა როდესაც უშუალოდ შიგნით, პროცესის თანამონაწილე ხდები..

საკმაოდ ინტენსიური საწვრთნელი სესია გავიარეთ და ბურთთან მუშაობა ძალზედ საინტერესო გამოდგა. ვცდილობთ, რაც შეიძლება მალე ავითვისოთ მისი მითითებები, რომელიც მერწმუნეთ შთამბეჭდავია.

იუვენტუსი ჩემი სახლია და აქ იმიტომ დავბრუნდი, რომ გუნდისთვის მაქსიმუმი გავიღო.. მსურს იმ დონეზე დავბრუნდი, რაც ორიოდე წლის წინ მქონდა.. ვიცი, რომ მეტი შემიძლია..

ჯანლუიჯი ბუფონის დაბრუნება ჩვენთვის წარმოუდგენლად სასიხარულო იყო! იგი მნიშვნელოვანი ფიგურაა როგორც გასახდელში, ასევე მოედანზე.. მასსზე კარგად არავინ იცის თუ რა ნიშნავს იყო იუვენტინო და ატარებდე შავ-თეთრ მაისურს.

მატეის დე ლიგტი დღეისათვის საუკეთესო ახალგაზრდა ცენტრალური მცველია და ორი აზრი არაა, რომ ჩვენ მას ძალზედ თბილად დავხვდით..

ჰოლანდიელთან ერთად არც სხვა ახალგაზრდა უკანახაზელები უნდა დავივიწყოთ, ისეთები როგორებიც არიან დანიელე რუგანი და მერიჰ დემირალი.

წლევანდელი სეზონი რთული იქნება თითოეულ ტურნირზე.. შიდა პირველობაზე ნაპოლი სეზონიდან სეზონამდე განაგრძობს პროგრესირებას და მათთან ჭიდილი იოლი არასოდეს არის.

მოუთმენლად ველი სეზონის დაწყებას”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x