ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კონტე ინტერზე ზეწოლას ახდენს

დღეს, სინგაპურში ერთმანეთს ინტერი და მანჩესტერ იუნაიტედი დაუპირისპირდებიან.. წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ნერიაძურის თავკაცმა ემოციების შეკავება ვერ მოახერხა:

სიმართლეს გეტყვით და გუნდს სერიოზული პრობლემები აქვს სატრანსფერო თვალსაზრისით..

დრო მიდის და შესაბამისად, გასაძლიერებლად სულ უფრო და უფრო ცოტა წუთები რჩება..

აუცილებელია კლუბმა საკუთარი საქმე გააკეთოს და გაყიდვების თვალსაზრისით მუშაობას შეუდგეს..

ფაქტია, ჯერ ჩვენი რიგები არავის დაუტოვებია, რაც პრობლემას ქმნის გაძლიერების თვალსაზრისით..

გვაქვს მიზნები, რომლებიც ერთად დავისახეთ და აუცილებელია თითოეულმა ჩვენთაგანმა პირობა შეასრულოს!”

ანტონიო კონტეს გაღიზიანება იმ ფაქტით არის გამოწვეული, რომ კლუბი ჯერ კიდევ არ დაუტოვებია მაურო იკარდის და რაჯა ნაინგოლანს, არადა გენერალური დირექტორის – ჯუზეპე მაროტას განცხადებით, ისინი აღარ შედიან მათ გეგმებში.

აქედან გამომდინარე ინტერი ვერ ახერხებს საჭირო სახსრების მოძიებას და რომელო ლუკაკუს შეძენას.. აღსანიშნავია, რომ იდენტური პრობლემაა ედინ ჯეკოზეც..

იუვენტუსმა შესაძლოა ისარგებლოს ამ პოზიციით და მაურო იკარდისთან დაკავშირებით საბოლოო იერიში მიიტანოს, რითაც უფრო დიდი ზეწოლის ქვეშ მოაქცევს მილანური კლუბის ხელმძღვანელობას, რომელიც 70 მილიონს ჯიუტად ფეხს არ უცვლის.

12 thoughts on “კონტე ინტერზე ზეწოლას ახდენს

  1. ეს ჯერ არ დანიშნულა და დაიწყო უკვე წუწუნი. საერთოდ ამ მერდას ინტერვიუს რატო დებთ საიტზე?

      1. ისტორია რო ვიცი და ამ ისტორიის მერე ინტერში რო გადავიდა მაგიტო ვამბობ, თორე მანამდე იუვენტინოდ ვთვლიდი.

  2. აგვისტოს შუა როცხვებამდე მასე უნდა გაწელონ რაჯამ და მაურომ და სამაგიერო გამოუვივათ მაგასაც აპირებენ როგორც ეტყობა ))))) კონტემ და მაროტამ პირველ რიგში იჩქარეს და ძაან უპატივცემულოდ მოექცნენ ორივეს , იმათმა რა გააკეთეს ცალკე თემაა მაგრამ ინტერი არასდროს შემეცოდება . მილანსაც პატოვს ვცემ რომასაც და გამიხარდება მათი წარმატება მაგრამ მაგათ იმენა არა , ეს დები.ი კონტეც რო დაემატა ჰოოო….

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.