ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სარი: “პოგბა ძალიან მომწონს”

მაურისიო სარის კომენტარი მოახლოვებულ სეზონზე

21 ივნისს, ტურინის იუვენტუსი სინგაპურში ლონდონის ტოტენჰემს გაეჯიბრება. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე მაურისიო სარიმ მოახლოვებულ მატჩზე და სეზონზე ისაუბრა:

“რთული შეხვედრა გველის. ჩვენ დავუპირისპირდებით საკმაოდ კარგად ორგანიზებულ გუნდს, რომელსაც პოჩეტინო წლებია უძღვება, ჩვენ კი ყველაფერს ახლა ვიწყებთ. ბიჭებისგან ველი სწორ თამაშს, იმას რაც ვარჯიშებზე გავიარეთ. ვიცი ფიზიკურად ძალიან რთული იქნება, რადგან შეკრება ჯერ მხოლოდ ახლა ხურდება…

რონალდოს პოზიცია? რონალდოს ყველაფერი შეუძლია. პირველ რიგში მას, რა თქმა უნდა, მარცხენა ფლანგზე ვათამაშებთ, თუმცა პერიოდულად ყველაფერი შეიძლება..

იგუაინის მომავალი მარტივია. მე ვმუშაობ იმ ფებურთელებთან, ვინც ჩემს განკარგულებაში არიან. გონსალო კი ჩვენი მოთამაშეა..

დე ლიგტი? ის ახლახანს შემოგვირთდა, თუმცა ჰოლანდიელი წუთებს მიიღებს. მთელ თამაშს არა, თუმცა ის ტოტენჰემთან ითამაშებს. სამი მცველი? არასდროს თქვა არასდროს..

პოგბა? მე სპორტული დირექტორი არ ვარ, მე მწვრთნელი ვარ. ის ჩემი საყვარელი მოთამაშეა, თუმცა იუნაიტედის წევრი. მეტი არაფერი ვიცი.”

13 thoughts on “სარი: “პოგბა ძალიან მომწონს”

  1. ხოდა თუ ვერ შეთანხმდებიან ფიორსეთან ფასზე, იკარდივით უფრო ნაკლებში წამოყვანის შანსი იქნება მერმის.

  2. კიეზა ძალიან კაი ფლანგური შემტევია, თან ორივე ფლანგი შეუძლია. არასტაბილური კოშტას და დიბალას ფონზე კაი შენაძენი იქნება.

      1. ნანახი მაქვს მაგის თამაში ბევრჯერ, მათ შორის ეხლა რომ ჩატარდა 21 წლამდელების და ძალიან კარგ შთაბეჭფილებას ტოვებს.

        პირველ რიგში მებრძოლი და დუხიანია, არც სისწრაფე დაეუწუნება და არც გარემარბისთვის საჭირო ტექნიკა.

        იტალიელობასაც დამატებით პლიუსად ვთვლი რა თქმა უნდა.

        1. ბაზარიარაა ))) ზუსტად მაგ კომენტარს ველოდებოდი მაგრამ კიეზას რომ პიეზა ერქვას და იტალიელი კიარა ტაილანდელი იყოს საერთოდ ვერ შეამჩნევდით … რავი მე ვერ ვხედავ მაგ ბიჭში ტალანტს ისევე როგორც ძანიოლოში …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.