ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბერნარდესკი საკუთარ ამპლუაზე

ფედერიკო ბერნარდესკი Gazzetta-სთან საინტერესო თემებზე საუბრობს:

“ნამდვილად მისასალმებელი ფაქტია, რომ იტალიელი სპეციალისტები სერია ა-ში ბრუნდებიან..

მახლოებული გათამაშება უდაოდ საინტერესო იქნება, რადგან ნაპოლი, ინტერი, რომა, ატალანტა და მილანიც კი გასაძლიერებლად ნაყოფიერ სვლებს აკეთებენ..

თუ უფრო ჩამეძიებთ და მკითხავთ თუ ვინ არის ჩვენი უშუალო კონკურენტი, გეტყვით რომ ასეთი ინტერი და ნაპოლია.. ვფიქრობ, სკუდეტოსთვის ბოლომდე ბრძოლა სწორედ ამ ორს შეუძლია.

ჩემი პოზიცია? ახლა 4-3-3 -ზე ვმუშაობთ და მარჯვენა შემტევის როლში ვასპარეზობ.. ეს არის პოზიცია, სადაც თავს იდეალურად ვგრძნობ..

თუმცა, 4-3-1-2-ში გამთამაშებლის ფუნქციასაც შესანიშნავად ვითავსებ..

ნახევარმცველი? პრობლემა ნამდვილად არ მაქვს, მაგრამ შარშანდელ სეზონში, როდესაც თამაშიდან თამაშამდე ვიცვლიდი პოზიციას, ეს ხელს სტაბილურობას უშლიდა. რთულია ერთ დღეს კონკრეტულ ამოცანას ასრულებდე, ხოლო მეორე დღეს რადიკალურად სხვა დავალებაზე მუშაობდე.

ამიტომაც მიმაჩნია, რომ მიმდინარე სეზონში, კონკრეტულ როლში სტაბილურობას შევიძენ და გუნდს დიდ დახმარებას გავუწევ”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ჰაჰა
ჰაჰა
5 years ago

რა სასაცილო კომენტარებს გადააწზდები ადამიანი ))) ამის წასვლას რო ნატრულობს იუვეს ქომაგი, რა უცნაურად გქვია ”იუვეს ქომაგი”

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x