ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

გაძეტა იუვენტუსის ფორვარდებზე

გაძეტა იუვენტუსის ფორვარდებზე:

იუვენტუსის წინა ხაზში ახლა ისეთი ფეხბურთელები არიან თავმოყრილნი, რომლებსაც გარანტირებული არაფერი არა აქვთ..

საუბარი ბუნებრივია კრიშტიანო რონალდუს არ ეხება, მაგრამ პაულო დიბალას, მარიო მანჯუკიჩს და გონსალო იგუაინს კითხვის ნიშნები არ აკლიათ.

პიპიტა დიდი ხანია უკვე რომას ჰორიზონტზე იმყოფება და თუ ზემოთხსენებულ წყაროს დავუჯერებთ ფაბიო პარატიჩიმ მოახერხა დედაქალაქელებთან მის თაობაზე საერთო ენის გამონახვა..

ხორვატი ქილერის ბედიც გაურკვეველი რჩება, რადგან ბორუსია კი იჩენს ინტერეს, თუმცა კონკრეტულ შედეგამდე ჯერ საქმე არ მისულა..

იუვე მის თაობაზე შემოსულ ნებისმიერ წინადადებას განიხილავს, რადგან მაურისიო სარის გეგმებში იგი ნამდვილად არ შედის.

და ბოლოს პაულო დიბალა.. არგენტინელი შემტევისთვის მოულოდნელად ბრძოლაში მანჩესტერ იუნაიტედი ჩაერთო, რომელიც პსჟ-ს უწევს კონკურენციას..

ცოტახნისწინ გავრცელდა ცნობები, რომ პრეტენზია სამხრეთ ამერიკელზე ტოტენჰემაც გამოთქვა..

თავად ლა ჯოიას ტურინში დაბრუნება და მთავარ მწვრთნელთან დალაპარაკება სურს, იქამდე სანამ რაიმე სახის გადაწყვეტილებას მიიღებს.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x