დღეს, თბილისის დროით 15:00-ზე სეულში ერთმანეთს ადგილობრივი ლიგის ნაკრები და იუვენტუსი შეხვდებიან:
ტუტოსპორტმა ტრადიციულად საორიენტაციო სასტარტო შემადგენლობა გამოაქვეყნა:
შესნი; კანსელუ, რუგანი, დემირალი, დი პრადო, რაბიო, ემრე ჯანი, მატუიდი, ბერნარდესკი, მანჯუკიჩი, რონალდუ
დიდი ხანია ვამბობ, რომ იუვეს არ ეკადრება რუგანის დონის მცველის ყოლა, თუნდაც სკამზე. ერთი შეხედვით არაუშავს, მაგრამ აიაქსთან სწორედ მაგას გადაახტა დე ლიხტი, გოლი რო შეგვიგდო. იუვეში მაგაზე ცუდი მხოლოდ ოგბონა მახსენდება
ეს ჰოლანდიის ნაკრების ფორმა უნდა ეცვათ მთელი სეზონი?))
ამხანაგურები ყოველთვის ეხატათ ამათ
კომბინაციებზე ეტყობა უკვე რაღაც გამონათებები )) მაღალი პრესინგის ამბავში მოიკოჭლებენ,მაგრამ ალეგრი იმდენი ხანი ექაჩებოდა უკან,ცოტა დრო კი დაჭირდებათ წინ წასასვლელად :D ეს იგუაინი ძაან გასაშვებია )) და ბერნარდესკიმ მაგრად აურია ))
თუ ასე კიდიათ ეს ამხანაგურები რას დაპორწიალობენ 9 მტებს იქით დაეტიონ ტურინში და ივარჯიშონ აუცილებელია ყველამ მოუგოს სადაც ჩავლენ?
მაგ დაპორწიალობას თან 9 მთას იქეთ :D მილიონები მოაქვს ) აზიური ბაზარი ძაან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით იტალიური კლუბებისთვის ))
ესენი მგო სხვა პლანეტაზე არიან რა თამაშებია რას შვებიან რას აკეთებენ მენტალიტეტის შეცვლას თუ სარი მოუნდა 3 წელი რაც კონტრაქტი აქვს კარგად ყოფილა საქმე შვილებს ვფიცავარ არავარ ჩასაფრებულ პოზიციაში მაგრამ რა უბედურებაა საერთოდ საზიზღარ ფუტბობლს უბერავენ კაცო დავიჯერო რონალდომ იგუანმა რაბიომ და სხვებმა არიციან შემტევი ფეხბურთის სტილი და ვერ აუღეს ალღო სარის იდეოლოგიას რაღაც უცნაური რამ ხდება ასეთი საძიძრარი გუნდი რასაც იუვე ქვია არვიცი რაა……იმედია ეს ამხანაგურებია და მოიხოდება სეზონის სტარტზე გუნდი გულისტკივილით და ნიშნისმოგების გარეშე ვწერ ამ ყველაფერს
)))) ალეგრი ხო არ გენატრება უკვე )))
არა და იცი რატო???ის უკვე წარსულია და არმინდა მასზე საუბარი თუმცა შენ კარგად იცი რომ მე მას მაგარ პატივს ვცემ ქვეყნის გვაქ ნასაუბრები მე და შენ პირადად მასზე ის დიდი ტრენერია მე ამის მჯერა და იტყვის კიდე მის სიტყვას თუმცა წარსულია იუვესთვის არვიცი ოდესღაც შეიძლება კიდევ გადაიკვეთოს იუვეს და მისი გზები მაგრამ ეხლა მე ვუყურებ დღეს რა ხდება იუვეში და ეს არის მარაზმი რასაც ვუყურებ სხვა დანარჩენი გამოჩნდება მე ნათქვამი მაქვს დელნერი რომ მოვიდეს და გახდეს იუვეს ტრენერი მე მას ვუგულშემატკივრებ და ეხლა სარის მინდა ვუსურვო წარმატება მაგრამ რაც ხდება არ მომწონს ესა და ეს
მესამე თამაშია და რა გინდა ? )) თუ უყურებ თამაშსს მთავარი პრობლემა არის მაღალი დაცვა ) ზუსტად მაგ კომპონენტს ვერ თამაშობენ )) დაცვის ხაზი ძაან უან დგას და დიდი სივრცეა ზონებს შორის ) ამაზე სარიმაც ისაუბრა )) ასე მალე არ იქნება შედეგი ) გუნდი უფანტაზიო ფეხბურთს თამაშობდა ამდენი წელი და ეხლა შენ გინდა სამ კვირაზე აქ სპეკტაკლი ნახო ? :D ))) სამი კვირა კი არა მინიმუმ ნახევარი წელი უნდა რო გუნდს დაეტყოს ეს ახალი სტილი ) გუარდიოლას ბაიერნი და სიტი გაიხსენე ) პირველ წელს რას თამაშობდნენ ჯადოქარიც ვერ გაიგებდა )) არ ხდება ეგ ამბავი ასე უცებ )))
))) რაგაც ძაან არეულად თამაშობენ )) ნუ ამ სტილს დრო უნდა )) გუარდიოლა რო მივიდა ბაიერნში საერთოდ დურაკას თამაშობდნენ 1 წელი )))
დურაკა აუ ეგ რამაგარი თქვი კინაღამ ავყირავდი სკამიდან
https://www.youtube.com/watch?v=_CPbZrSo1Vw 7 წუთში იწყება.
დღეს არის ვაფშეე?))) არსად არ იძებნება)) ჩრდილოეთ კორეა რო იყოს, ვიფიქრებდი რო ბლოკავს, მარა სამხრეთია)))
არ დაწყებულა მემგონი,არსად არ არის ლინკი და თუ ნახეთ ვინმემ ჩააგდეთ ))
სად ვუყუროთ? ვერსად ვერ ვნახე ლინკი