პარატიჩი & მაროტა – შესაძლო სამმაგი დარტყმის ეფექტი
ტურინიდან ჯუზეპე მაროტას წასვლის შემდეგ ურთიერთობა მასსა და ფაბიო პარატიჩს შორის იდეალური ნამდვილად აღარ არის:
ამის მიზეზი ბევრია და ახლა შესაძლოა კიდევ ერთი დაემატოს..
ორიოდე დღის წინ რომელუ ლუკაკუს ტრანსფერზე იუვენტუსის ჩართვით, მხარეებს შორის დაძაბულობა მეტად გაიზარდა.
რა მიზანი აქვს იუვენტუსს? კიდევ ერთი ფიზიკურად ძლიერი ფორვარდი, როდესაც გუნდში ისედაც გყავს გონსალო იგუაინი და მარიო მანჯუკიჩი თითქოს გაუმართლებელი ნაბიჯია..
მაგრამ გვახსნედება მაურო იკარდი რომელიც ახლა ინტერის საწვრთნელი ბანაკის მიღმა არის დარჩენილი და შეგვიძლია გარკვეული კონტურები მოვხაზოთ..
ამ ნაბიჯით ტურინელები ნერიაძურიზე ზემოქმედებას ცდილობენ, რომ არგენტინელი დროულად გაასხვისონ იმ პირობით რასაც ისინი თავაზობენ.. საუბარი 40-50 მილიონზეა რის გაზრდასაც ბიანკონერის პირველი პირები არ გეგმავენ..
იკარდი თავის მხრივ მშვიდად ელოდება სიტუაციას და ნებისმიერ სხვა წინადადებას ბლოკავს, რომელიც მის თაობაზე შედის.. ყველაზე აქტიური ნაპოლია სადაც არგენტინელს კარიერის გაგრძელება ნამდვილად არ სურს, მთელი რიგი გარემოებების გამო.
მოსალოდნელია, რომ მიმდინარე კვირაში ინტერი გაზრდის საკუთარ შეთავაზებას ლუკაკუზე და პარალელურად დათანხმდება ტურინელთა წინადადებას..
ან არის მეორე ვარიანტი, რითაც ნერიაძური სამმაგ დარტყმას განიცდის..
ვერ მიიღებს ბელგიელ ფორვარდს, რომლის სანაცვლოდ შესაძლოა ტურინმა პაულო დიბალაც კი დათმოს! არადა მიმართ მაროტა ასევე დიდ ყურადღებას იჩენდა და ერთი პირობა მაუროს მასში გაცვლასაც კი ცდილობდა.
მესამე დარტყმა კი თავად იკარდის ნერიაძურის რიგებში დარჩენა იქნება.. სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე სწორედ გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ იგი არ შედიოდა მათ გეგმებში, მაგრამ თუ სიტუაცია არ შეიცვალა დათმობაზე წასვლა სწორედ მას მოუწევს და ამის მიზეზი იუვენტუსი იქნება.