ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სქაი სპორტი:”დღეს, ბევრი იუვენტინოს ბედი გადაწყდება”

სქაი სპორტის ინფორმაციით, დღეს არაერთი იუვენტინოს ბედი გადაწყდება:

გავლენიანი წყაროს მტკიცებით, დღეს ტურინში ერთმანეთს გუნდის მთავარი მწვრთნელი და სპორტული დირექტორი შეხვდებიან..

ფაბიო პარატიჩისთან სარი ყველა იმ დეტალს გაივლის, რაც მან აზიურ ტურნეში დააფიქსირა.. საუბარი ბუნებრივია კონკრეტული ფეხბურთელების მომავალს ეხება..

კულუარული ცნობებით, მაურისიო სპორტულ დირექტორს წინა ხაზში გარკვეულ გადანაცვლებებს თხოვს და არაა გამორიცხული მოედნის ცენტრში კიდევ ერთი ნახევარმცველის დამატების აუცილებლად დაუფიქსიროს.

აქედანვე შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ დიდი ალბათობით თითქმის კლუბიდან წასულ სამი ხედირას ბლეზ მატუიდიც შეუერთდება, რომელმაც უკვე დაიწყო ახალი კლუბის ძიება.

რაც შეეხება თავდასხმის ზონას.. გონსალო იგუაინის და მარიო მანჯუკიჩის მომავალთან ჯერ კიდევ კითხვის ნიშნებია და ეს შესაძლოა აგვისტოს შუა რიცხვებამდეც გაგრძელდეს, რადგან აზიურმა ტურნემ სარის კონკრეტულ კითხვებზე პასუხები ვერ გასცა და საჭიროა მცირეოდენი დრო.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lasha naxucrishvili
5 years ago

რაღაც მანჯუ აღარ თუ ვეღარ თამაშობს.წესით იგუაინს უფრო მეტი სანერვიულო აქ მაგრამ ნახეთ რას თამაშობს არ მეგონა ამას თუ გონსალოზე ვიტყოდი წასვლის შემდეგ.ძაან მონდომებულია.

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x