ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

შავ-თეთრი ათიანი (პირველი ნაწილი)

იუვენტუსისთვის და მისი ერთგული ქომაგისთვის 10 ნომრიანი მაისური ძალიან ბევრს ნიშნავს:

მოდით გადავხედოთ თუ ვის ხვდა წილად ბედნიერება ამ ნომრით დაეცვა ბიანკონერის ღირსება..

პაულო დიბალას შესაძლო ტრანსფერმა ძალიან დიდი კუდი მოიქნია, ერთ ერთი მთავარი მიზეზი არის ის რომ იუვეს 10 იანი სხვანაირად გვიყვარს, ეს ჯადოსნური ნომერი სხვანაირ ემოციებს იწვევს ყველა ასაკის იუვენტინოში..

იუვეს ისტორიაში იყო 26 ფეხბურთელი ვისაც 10 ნომრიანი მაისური ოფიციალურად ეცვა..

პ.ს. სტატია დაიდება ორ ნაწილად – გთავაზობთ პირველ ნაწილს

თქვენს წინაშე ზუსტად ეს 26 იუვენტინოა:

Karl Aage Hansen ( ფლანგის თავდამსხმელი) დაიბადა 1921 წლის 21 ივლისს დანიაში.. 1950 წელს ის ატალანტადან სადაც 38 თამაშში 17 გოლის გატანა შეძლო იუვეში გადმოდის, სადაც 3 წლის მანძილზე გამოდოდა..

კარლმა 86 თამაშში 37 გოლის გატანა შეძლო იუვესთან ერთად 1 სკუდეტო მოიგო. დანიის ნაკრებშიც შედეგიანად ასპარეზობდა 22 თამაში 17 გოლი. ჰენსენი 1990 წელს, 23 ნოემბერს 69 წლის ასაკში გარდაიცვალა..

Ermanno Scaramuzzi (თავდამსხმელი) დაიბადა 1927 წლის 2 დეკემბერს იტალიაში მას არ ქონდა იუვეში წარმატებული კარიერა.

ბიელეზედან შეიძინა იუვემ სადაც ერმანომ 43 თამაშში 18 გოლი გაიტანა.. თუმცა ტურინში მხოლოდ 1 თამაში ითამაშა 10 ნომრიანი მაისურით.. სულ ჯამში 4 მატჩი საიდანაც 3 1949-50 წლებში.. შემდეგ ის განათხოვდა ატალანტაში და 1952 წელს დაბრუნდა ) ტურინული კარიერის მანძილზე სკუდეტო კი მოიგო, მაგრამ გოლის გატანა ვერაფრით მოახერხა.

ერმანო გარდაიცვალა 1991 წელს, 2 ივლის 63 წლის ასაკში..

John Hansen (მარცხენა ფორვარდი, მარჯვენა შემტევი ნახევარმცველი) დაიბადა 1924 წელს, 24 ივლისს დანიაში..

1948 წელს იუვემ ფრემიდან გადმოიყვანა სადაც 81 თამაშში 87 გოლი ქონდა გატანილი. იუვეში მან 6 სეზონი გაატარა და 187 თამაში 124 გოლი გაიტანა.. ყველაფერთან ერთად 2 სკუდეტოც მიისაკუთრა..

დანიის ნაკრებშიც 8 თამაში 10 გოლი გაიტანა, სადაც ჯონმა კიდევ ერთხელ დააამტკიცა რაოდენ კაი თავდამსხმელი იყო. იგი 1990 წელს 12 იანვარს 65 წლის ასაკში გარდაიცვალა..

Giorgio Bartolini იტალიელი ფეხბურთელი რომელზეც ინფორმაციის მოძიება საკმაოდ რთული აღმოჩნდა.. ამ ეტაპზე მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ 1936 წელს 29 სექტემბერს დაიბადა და იგი ახლაც ცოცხალია.

Umberto Colombo (ნახევარმცველი) დაიბადა იტალიაში 1933 წელს 21 მაისს ტურინში..

იუვეს აღზრდილი რომელიც განათხოვრებული იყო მონცაში სადაც 48 თამაშში 10 გოლი გაიტანა და უკან იუვეში დაბრუნდა 1954 წელს. ბიანკონერის რიგებში 7 სეზონი გაატარა და 173 თამაშში 22 გოლი გაიტანა! ასევე მოიგო 3 სკუდეტო და შემდეგ ატალანტაში გადავიდა.

იტალიის ნაკრებში მან 3 შეხვედრა ჩაატარა გოლი არ გაუტანია, უმბერტო ეხლა 86 წლის არის.

Fernando Viola (ნახევარმცველი) დაიბადა იტალიაში 1951 წელს, 14 მარტს რომში..

მისი საფეხბურთო კარიერა ტურინის იუვენტუსში დაიწყო 1971 წელს, სადაც მან 4 წელი გაატარა და შემდეგ მთელი იტალია მოიარა.. ფერნანდომ იუვეში 4 სეზონის მანძილზე 21 თამაში ჩაატარა და 1 გოლის გატანა შეძლო.. იგი 2001 წლის 5 თებერვალს 49 წლის ასაკში გარდაიცვალა.

Fabio Capello (ნახევარმცველი) დაიბადა იტალიაში 1946 წლის 18 ივნისს სან კაძიანოში.

ადამიანი რომელსაც წარდგენა არ ჭირდება! დიახ დიდი ტაქტიკოსი დონ ფაბიო იუვეს 10 იანი იყო 1970 წელს ის რომადან გადმოვიყვანეთ სადაც მან 62 თამაშში 11 გოლი გაიტანა..

იუვეში ის 6 სეზონი იყო სადაც მან 165 თამაში 11 გოლი გაიტანა.. 1976 წელს მილანში გადავიდა, ნაკრებშიც 32 თამაშში 8 გოლი გაიტანა..

შავ-თეთრთა რიგებში ფაბიო 4 სკუდეტო და ორი იტალიის თასი მოიგო.

Antonello Cuccureddu (ნახევარმცველი, მცველი) დაიბადა იტალიაში ალგეროში 1969 წელს..

ბრეშადანა დამატებული ანტონელი 1981 წლამდე იუვეს რიგებში ასპარეზობს, სადაც 303 შეხვედრაში 26 ბურთს იფორებს. ამ ხნის მანძილზე კუჩურედუ იუვესთან ერთად იგებს 6 სკუდეტოს 1 იტალიის თასს და ერთ უეფას თასს..

Gaetano Scirea ( მცველი) დაიბადა იტალიაში 1953 წლის 25 მაისს კერნუსკოში..

გაეტანო იუვემ 1974 წელს ატალანტადან იყიდა სადაც მან 58 თამაში ჩააატარა და 1 გოლი გაიტანა. შირეამ იუვეში 377 თამაში ჩაატარა და 24 გოლი გაიტანა.. ნაკრებში 78 თამაშში 1 გოლი..

1974 წლის შემდეგ გაეტანომ იუვესთან ერთად მოიგო ყველაფერი რაც კი შეიძლებოდა ფეხბურთელს მოეგო..
7 სკუდეტო, 2 იტალიის თასი, 1 ჩემპიონთა ლიგა, 1 უეფას თასი, 1 საკონტინენთაშორისო თასი. 1 სუპერთასი, 1 ეუროპოკალი (ასევე მსოფლიო თასი ნაკრებთან ერთად 1982 წელს)

1988 წელს მან კარიერა დაასრულა და იუვეს სკაუტად დაიწყო მუშაობა.. 1989 წლის 3 სექტემბერს პოლონეთში მივლინებული გაეტანო ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღიპა..

Romeo Benetti (ცენტრალური ნახევარმცველი) დაიბადა იტალიაში 1945 წლის 20 ოქტომბერს ალბერადოში..

იუვეში მან მხოლოდ 1 სეზონი გაატარა 1968-69 – 24 თამაში ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა, რის შემდეგაც კვლავ განაგრძო მოგზაურობა ხოლო 1976 წელს მოულოდენლად იუვეში დაბრუნდა და 3 სეზონში 83 თამაში 12 გოლი გაიტანა..

მან იუვეში 2 სკუდეტო 1 იტალიის თასი 1 უეფას თასი მოიგო.. იტლიის ნაკრებში 55 თამაში ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.. რომეო ახლა 73 წლის არის და დამსახურებული პენსიით ტკბება.

მასალა საიტისთვის მოამზადა კობა ჭალისურმა

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
5 years ago

მოიცა შირეა 10 ნომერი იყოო?)) მცველი იყო 10 ნომერი? არ ვიცოდი ეგ. პირველად მესმის)))

tifoza
tifoza
5 years ago

მანდ არის ყველა 10 ნომერი რომელსაც ეცვა თუნდაც 1 სეზონი და 1 თვე

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x