ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ევრა პოგბაზე და სუარესზე

პატრის ევრა პოლ პოგბაზე და ლუის სუარესზე:

“ნამდვილად არ მაქვს ინფორმაცია პოლ პოგბასთან მიმართებაში.. არ ვიცი სად გააგრძელებს კარიერას, მაგრამ იდეალურ გარემოში რომ არ იმყოფება შორიდანაც კარგად ჩანს.

ფეხბურთელი შეიძლება გააკრიტიკო, როდესაც ცუდად თამაშობს, მაგრამ კარგი ასპარეზობის შემთხვევაში აუცილებელია ფოკუსირება პოზიტიური კუთხით განხორციელდეს.

მახსოვს როგორ ვუთხარი – გააკეთე ის რაც გულით გსურს, მაგრამ თუ საქმე ცუდად განვითარდება არ იბრძოლო.. ნუ იქნები მეომარი, რადგან არის ადგილები სადაც ამ ყველაფრის გარეშეც მიაღწევ წარმატებას..

პოგბა მანჩესტერში არ სარგებლობს და რაც მთავარია არ გრძნობს იმ დიდ სიყვარულს, რაც ტურინში გააჩნდა.. იუვეში იგი ნამდვილად უყვართ და მისით დღემდე აღფრთოვანებულები არიან!..

ლუის სუარესთან ინციდენტი? არ ვიცი არის თუ არა რასისტი, მაგრამ მოედანზე ნამდვილად მინდოდა მისთვის დამერტყა.. თუმცა ზიზღი ჩემში არ დევს.. არ ვარ ადამიანი რომელიც გულში ვინმეს მიმართ ზიზღს იტოვებს..

იმ პერიოდში გარკვეული თვეების მანძილზე სიკვდილით მემუქრებოდნენ და ამიტომაც იდგა ჩემს სახლთან დაცვის მანქანა.. წარმოიდგინეთ რა რთული იყო ოჯახისთვის ამ ყველაფრის გადატანა.. პირადად მე ისეთ ქუჩებში გავიზარდე, რომ რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს ასეთი რამ ნორმალური მეჩვენა”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x