ტურინული სატრანსფერო ციებ-ცხელება
გთავაზობთ უკანასკნელ სატრანსფერო სიახლეებს, რომელიც იუვენტუსს უკავშირდება:
პაულო დიბალა მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვებს ტურინულ გრანდს, თუ ნეიმარი კარიერას მადრიდის რეალში გააგრძელებს.
ამ ეტაპზე მხარეებს შორის, ინტენსიური მოლაპარაკებები ვითარდება და ფრანგებს ურჩევნიათ ბრაზილიელი სამეფო კლუბს დაუთმონ და არა ბარსელონას.. როგორც ჩანს მათთვის ამ ყოველივეს პრინციპული ხასიათი გააჩნია.
ლეონარდოს მისი შემცვლელი, პაულოს სახით უკვე შეგუებული ჰყავს და არც იუვენტუსი არის სამხრეთ ამერიკელის გასხვისებაზე წინააღმდეგი.
რა შედეგს მოიტანს ეს ყოველივე იუვესთვის? საქმე მხოლოდ ეხება თუ? რამდენიმე საათია პრესაში ისკო ალარკონთან დაკავშირებით ახალი ცნობები გაჩნდა..
ტურინელები საქმეში დაბრუნებას და 60 მილიონის გადახდას აპირებენ.. ერთი სიტყვით თუ ნეიმარი ესპანეთში გადაბარგდება, ამან შესაძლოა დომინოს პრინციპი გამოიწვიოს და მთელ რიგ გარიგებებს სათავე დაუდოს.
სამი ხედირა ტურინში რჩება.. ბევრს საუბრობდნენ გერმანელის წასვლაზე და თითქმის ყველა იუვენტინო იყო დარწმუნებული, რომ მისი თავგადასავალი შავ-თეთრი მაისურით დასრულდებოდა, მაგრამ..
იტალიური მედიის მტკიცებით მაურისიო სარი კმაყოფილი დარჩა ხედირას მუშაობით.. სპეციალისტის მოსაზრებით სამი კარგად ჩაჯდება მის ტაქტიკურ მონახაზში.
ლუკა პელეგრინი რომელიც იუვემ რომადან გაიფორმა, კარიერას კვლავინდებურად კალიარის რიგებში გააგრძელებს.. მხარეები ერთ წლიან არენდაზე უკვე შეთანხმდნენ.
მოკლედ იკარდი მოვა 99℅
იგუ გაუშვან რა თავის გზაზე ერთხელ და სამუდამოდ…
მარიო კიდევ ალბათ თვითონაც ხვდება რო იუვეს დონის ან სხვა მოწინავე კლუბებში ძირითადს არ დაანახებენ აწი და ურჩევნია დათანხმდეს იუვეს სკამს,თუ თვითონ იუვემ არ გაყიდა
რონალდო-ვანდა-კოშტა და გავედით
ვანდააა:lol::lol:
მარადონა რავა ხარ ძმაო. შარშან როგორ გინდოდა კანსელო მაგრამ წელსვე ცხვარივით გაგიყიდეს და გული დაგწყდებოდა )))
დიბალა სამწუყაროთ გასაშვებია და ამას ხემძგვანელობაც ხვდება, ისევ სკამზე იჯდება და მომავალ წელს ფასი კიდე დაეცემა
Maradona73 ისე დიბალა თუ გაუშვეს და ბერნას ჩააცვეს 10 შეიძლება გავრეკო
ჯერ პოგბას რომ მიცეს ძლივს გადავიტანე და რაც გააკეთა კი გამოჩნდა ეხლა ბერნა
ბერნა გუულიანია ჟილკიანი მაგრამ სამწუხაროდ საშუალო დონის იგროკია თუ გრანდებს ავიღებთ ტოპ 20 გუნდს.
ბერნაზე მეც უფრო მეტის იმედები მქონდა.
არ ვიცი თვითონ ვერ განვითარდა თუ ალეგრიმ რაღაც უქნა, ფაქტია რომ შარშან ატლეტიკოსთან ითამაშა კარგად და მეტი მე არ მახსოვს.
დიბო მეც მეცოდება გასაშვებად, მითუმწტეს კოშტამ თუ ტრამვა მიიღო მაშინ კრეატივში მაგრა მოგვაკლდება და დიბო სანატრელი არ გაგვიხდეს.
ბერნაზე მეტად კიეზა მომწონს. ძალიან კარგი ბიჭია. ნუ ძველი გვარდიის დონე არაა ამ ასაკში რაც ბაჯო დელ პიერო ტოტი მანჩინი და ეგეთები იყვნენ. მაგრამ ბერნას უკვე ჯობია მე რომ მკითო. ზოგადად ყველა იტალიელი მევასება მაგრამ ბერნა ძალიან ერთფეროვანია.
კიეზა მეც მინდა ვიხილო იუვეში, მაგარი ჟილკიანი და თავდაუზოგავი ბიჭია.
კრეატივში ის დონე არაა და ვერც გახდება რა ხალხიც შენ ჩამოთვალე, მაგრამ გუნდის ლიდერობა ნაღდად შეუძლია.
ასაკობრივების თამაშებშიც მაგრა მომეწონა.
ყველაფერში გეთანხმები
მე პირადად დიდი სიამოვნებით ვიხილავდი რონალდო/კოშტა იკარდი/ იგუაინი/ დიბალა/ ბერნა ამ თავდასხმას. მატუიდი რუგანი პელეგრინი მანძუ პიაცა პერინი გაშვება გვინდა და მხოლოდ 1 კაცის იკარდის მოყვანა. სუპერ გუნდი გვეყოლება.
ზაპატაც არაა ცუდი ვარიანტი, კაი მოძრავი და მებრძოლი ფორვარდი. შარშან ძალიან კარგი სეზონი ჰქონდა. ჰაერშიც რავიცი 90 % ორთაბრძოლებს იგებდა.
ზაპატას კარგი სეზონი ქონდა გეთანხმები ძმა. სისხლი გაგვიშრო. მაგრამ მაინც მგონია ჩვენი დონის არაა. ჩემი პირადი აზრია არ გეკამათები. 28 წლისაა და 40 მილიონი ღირს. ძაან ბევრია 1 სეზონის მაღალ დონეზე ჩატარებისთვის. ვახოთ აბა წელს რას იზავს
არ მეგონა მაგხელა. მაგრამ მანჯუკიჩს ხო აჯობებს და მაგათი გაცვლა და 20 მილიონის დამატება არ იქნებოდა ცუდი არცერთი მხარისთვის.
იკარდი სულ სხვა დონეა ქილერია ტიპი. საიდან შეაგდებს ვერ მიხვდები. პროსტა ვანდას პირადი მხერხავიც და მონაცაა
80 მილიონი ღირს. მაგრამ იწერება იუვე 60-65 ზე მეტს არ გადაიღდისო. სუპერ ტრანსფერი გამოვა. ოღონდ არა დიბალაში გაცვლა. დიბალას ინტერში გაყიდვა იქნება სრული სისულელე
დიბალა პსჟ-ში ყველა ვარიანტში და იკარდია მოსაყვანი სრულიად გეთანხმები კილერია იკარდი ნამდვილად
ზუსტად მაგნაირი 9-იანია რონალდოსთვის საჭირო ორივემ რომ გაიტანოს ბევრი გოლი 
ბენზემა კია კარგი იგროკი მარა სხვა დონეა კილერი ვერაა იმდენად რამდენადაც იკარდი სუარესი კავანი ფალკაო და მაგ სტილის იგროკები. წარმოიდგინე იკარდი რონალდო რა იქნება წინ. რავი ცოლმა სულ თუ არ გამოაქლიავა
არადა რას უთავისუფლებდა სივრცეს რონის ბენზემა და იკარდი ხო ვაბშე. ტიპს არაფრისგან შეუძლია გოლის შეგდება.
იკარდი კი კარგია, მაგრამ ვანდას მონობის გამო მაინც მეთანაღრება გული. არ აურიოს გუნდში სიტუაცია …
მმეც ეგ მოგწერე
ტიპი 21 საუკუნის მონაა. 
ატალნტას თავდამსხმელში რომ გაგვეცვალა ზაპატაში მანჯუკიჩი და ცოტა თანხაც დაგვემატებინა არ იქნებოდა ცუდი ვარიანტი.
თავდასხმა რაც შეეხება. მარცხნივ რონალდო მარჯვნივ ბერნარდესკი. ასევე ფლანგბზე ორივეზე შეუძლია თამაში კოშტას. დიბალა თუ არ წავიდა სერიოზული კონკურენცია იქნება მაგას და ბერნას შორის. კუადრადოსაც შეუძლია მარჯვენა ვინგერად. მოკლედ ცენტრის საკითხია გასარკვევი. მანძუ წავა ალბათ ნიკო კოვაჩთან ბავარიაში. იგუც წესით რომაში უნდა გადავიდეს. თან ძეკო 2 ნაბიჯშია ინტერთან.
დაცვაც დაკომპლექტებულია მარჯვნივ განიხილავს სარი კუადრადოს. ასევე დანილო. მარცხნივ სანდრო დე შილიო. ცენტრში ბონუჩი კიელინი დემირალი და დე ლიხტი. რუგანის წასვლა გარდაუვალია.
ხედირა თუ რჩება ესეიგი ნახევარდაცვაში აღარ იქნება ცვლილებები. პიანიჩი ჯანი რემზი რაბიო ბენტაკური ხედირა. 3 კაცით თამაშობს აქედან ძირითადს 3 ზამენა სრულად საკმარისია.
ისკო მართლა კარგი იგროკია მაგრამ სად უნდა ათამაშოს სარიმ ვერ გავიგე 9-იანი ეგ არაა და აბა სად ნახევარმცველები ქვეყნისაა გუნდში ჩვენ 9-ანი გვჭირდება ვოლკი
თუ იკარდი ვერ მოიყვანეს, მაშინ ალბათ მოუწევს რონალდუს 9-ანზე თამაში.
ისკო კიდევ ალბათ მის ადგილზე, ან 2 თავდამსხმელის უკან.
კი გეთანხმები თუ იკარდი ვერ მოიყვანეს მაშინ მარცხნივ ისკო და 9-ზე რონალდო მარჯვნივ კიდე კოშტა ბერნა
არ იქნება ცუდი ვარიანტი, ბევრ პოზიციაზე შეუძლია ისკოს თამაში.