ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კიელინი:”ადაპტაცია დროს მოითხოვს”

ჯორჯო კიელინი მიმდინარე პროცესებზე:

“თითოეულ მწვრთნელს საკუთარი, ინდივიდუალური ხედვა გააჩნია ამა თუ იმ საკითხზე.. შესაბამისად განსხვავება მაურისიო სარის, ანტონიო კონტეს და მაქს ალეგრის შორის საკმაოდ დიდია.

ვცდილობთ მთავარი მწვრთნელის მოთხოვნებს ალღო რაც შეიძლება მალე ავუღოთ.. ბუნებრივია ეს ყოველივე დროს მოითხოვს, მაგრამ ჩემპიონატი სულ მალე დაიწყება და ტემპის გაზრდა მოგვიწევს.

ვფიქრობ, ნერიაძურის შარშანდელ სეზონში ნამდვილად ყავდა გუნდი, რომელსაც შეეძლო სკუდეტოს მოპოვება.. დიახ, სხვაობა ჩვენსა და კონკურენტებს შორის ნამდვილად არსებობს, მაგრამ გამარჯვების მოპოვება იოლი არასდროს არის.

ჩვენზე დიდი პასუხისმეგბლობაა, მაგრამ არანაკლებია ინტერეზეც.. ანტონიო კონტეს მისვლის შემდეგ კლუბმა სატრანსფერო ბაზარზეც მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელა და ვერ დამალავენ გამარჯვების სურვილს.

მატაის დე ლიგტი დღეისათვის ერთ-ერთი ყველაზე პრესპექტიული და მოთხოვნადი მცველია.. კლუბმა გრანდიოზული სამუშაო გაწია და დიდი კონკურენციის პირობებში, შესანიშნავი მოთამაშე დაიმატა.

მოსამზადებელი პერიოდი წარმატებული სეზონის მნიშვნელოვანი ნაწილია, მაგრამ მოუთმენლად ველით დაწყებას, რადგან ამხანაგურები უკვე ყელში ამოგვივიდა.”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x