ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტუტოსპორტი ტრიესტინასთან ტურინელთა სავარაუდო სასტარტოს აქვეყნებს

დღეს, თბილისის დროით 22:30-ზე ტურინელები ტრიესტინასთან ამხანაგურ მატჩს გამართავენ. ტუტოსპორტმა ტრადიციულად საორიენტაციო სასტარტო შემადგენლობა გამოაქვეყნა:

კარს პოლონელი ვოიცეხ შესნი დაიცავს.

დაცვის მარჯვენა ფლანგზე ახალ მოსულ დანილოს უნდა ველოდოთ, ხოლო საპირისპირო მარცხენა ფრთაზე მის თანამემამულე ალექს სანდროს..

ცენტრალურ დუეტს ამ შეხვედრაში დიდი ალბათობით მატაის დე ლიგტი და ჯორჯო კიელინი შეადგენენ.

რაც შეეხება შუახაზს.. აღვნიშნოთ, რომ წინასწარი პროგნოზით მაურისიო სარი 4-3-3 მოდულს დაეყრდნობა..

ტუტოსპორტის მტკიცებით სარი ფსონს სამი ხედირაზე, მირალემ პიანიჩზე და ადრიენ რაბიოზე გააკეთებს..

შეტევაში, კრიშტიანო რონალდუ კუნთის გადაღლილობის გამო გუნდს ვერ დაეხმარება..

შედეგად მაურისიო ამჯერად ძირითად შემადგენლობაში არგენტინელ გონსალო იგუაინს დააყენებს, ხოლო მას დუგლას კოშტა და პაულო დიბალა დაეხმარებიან.

2 thoughts on “ტუტოსპორტი ტრიესტინასთან ტურინელთა სავარაუდო სასტარტოს აქვეყნებს

  1. არც სარი უშვებს ამ ხედირას და მაინტერესებს ამჯერად ვის რა პასუხი აქვს ამ გადაწყვეტილებაზე ?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.