ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ჯეკომ კონტრაქტი გაახანგრძლივა – ჩიხი სატრანსფერო ბაზარზე

რომაელებმა ბოსნიელ ფორვარდთან არსებული კონტრაქტი გაახანგრძლივეს:

დედაქალაქელებმა ედინ ჯეკოსთან მიმდინარე ხელშეკრულება 2022 წლამდე გაზარდეს, რამაც მის სხვა კლუბში გადასვლას წერტილი დაუსვა.

ინტერი ფორვარდის გადაბირებას დიდი ხის მანძილზე ცდილობდა, მაგრამ როგორც ჩანს უშედეგოდ..

სატრანსფერო ბაზარზე ამ ყოველივემ შესაძლოა გარკვეული შედეგები გამოიღოს..

კერძოდ, ჯეკოს წასვლის შემთხვევაში რომაელებს ტურინიდან გონსალო იგუაინის გაფორმება სურდათ, რაც ახლა ნაკლებად მოსალოდნელია..

პიპიტას წასვლის შემთხვევაში ბიანკონერი კიდევ ერთხელ ეცდებოდა მაურო იკარდის შეძენას, მაგრამ თუ იტალიურ მედიას დავუჯერებთ, ახლა ერთადერთი გზა იკარდიმდე უშუალოდ პაულო დიბალაზე გადის..

დიახ, ნერიაძური მხოლოდ ამ წინადადებას თუ დათანხმდება, რადგან არაფრის დიდებით არ აპირებს თანხის შემცირებას და მაუროს იმაზე ნაკლებად გაშვებას ვიდრე ეს თავდაპირველად მოითხოვა.

იუვეს თავის მხრივ ინტერისთვის დიბალას პირდაპირ დათმობას არ განიხილავს, რადგან მათი მოსაზრებით დღეისათვის ლა ჯოია გაცილებით მეტი თანხა ღირს, ვიდრე იკარდი..

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ტირიონი
ტირიონი
5 years ago

აბა არც დე ლაურენტისი გადაიხდის იკარდიში 80 მილიონს სისულელეა))) ინტერი კი ყველანაირად იზარალებს , რაც გვიან გაყიდის მითუმეტეს… სასაცილო ისაა რომ ვერცერთ გუნდთან ისეთი კონტრაქტი ვერ გაუფორმეს პიპიტას რომ საბოლოოდ გაეშვათ , მაგათ საქციელს მხოლოდ სარის მოსვლა ამართლებს რომ იგუსთან ნამუშევარი აქვს და ა.შ და ა.შ. ))) მანჯუ დაგვტოვებს მაინც ვფიქრობ ნუ ვიღაცამ მაინც ხომ უნდა დაგვტოვოს თავდასხმის ხაზიდან და ასევე პიაცა …

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

გააგდეთ ეს იგუაინი რა … მაგის გამო იკარდის დაკარგვა არ შეიძლება. სულ როგორ უჭირთ ფეღბურთელების სარფიანად გაშვება… დიბალა ინტერში სისულელეა არ მოხდება ეგ. ერთადერთი პსჯ თუ წავა მარა ალბათ არა შანსი უნდა მიეცეს დიბალა არ უნდა წავიდეს. იგუაინი წავიდეს დიდი პატივისცემის მიუხედავად მანძუკიჩიც იკარდი მოვიდეს და ეგაა. თუმცა დაცვის ფლანგები ძაან სუსტად ჩანს იმედია დანილო პორტუს ფორმას აკრიფავს…

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x