ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სიტუაცია რუგანისთან დაკავშირებით

გუშინდელ ამხანაგურ შეხვედრაში ტრიესტინას წინააღმდეგ, მოედანზე ყველა ცენტრალური მცველი გამოვიდა სხვადასხვა პერიოდში, გარდა დანიელე რუგანის:

ფაქტია, ამ ყოველივემ დამატებითი კითხვის ნიშნები გააჩინა იტალიელის ტურინულ მომავალზე..

დღეისათვის, უკანახაზელით ორი კლუბი ინტერესდება – მონაკო და რომა..

სხვათაშორის ლიგა 1-ის ბინადრებს, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში არაერთი იუვენტინო დაუკავშირეს, მაგრამ ფაქტია ჯერჯერობით არცერთ მათგანთან რაიმე კონკრეტული წინსვლა არ განხორციელებულა..

იტალიური მედიის მტკიცებით, მას შემდეგ რაც დედაქალაქელებმა ლოვრენთან საერთო ენის გამონახვა ვერ მოახერხეს, ისინი უწინდებურ სამიზნეზე საბოლოოდ გადმოერთნენ..

რუგანი სათადარიგოთა სკამზე იმედგაცრუებული იჯდა და მისი სახის გამომეტყველებიდან, ადვილად გარჩევადია რომ გუნდმა მას კარისკენ მიუთითა..

დიდი ალბათობით ტურინელები დათანხმდებიან რომაელთა წინადადებას არენდაზე, გამოსყიდვის უფლებით..

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x