ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პარატიჩი კატალონიაში ბარსას მესვეურებს შეხვდა

არაერთი წყაროს მტკიცებით გუშინ ფაბიო პარატიჩი კატალონიაში ბარსელონას მესვეურებს შეხვდა:

თავდაპირველად საუბარი დანიელე რუგანიზე შედგა, რომლითაც ბარსას მესვეურები ინტერესდებოდნენ..

ფაბიოს იმედი ჰქონდა, რომ მოახერხებდა იტალიელი მცველის სანაცვლოდ ხუან მირანდას გადაბირებას, რომელიც ბარსელონა ბ-ში ირჯება..

თუმცა, მხარეებმა ვერ მოახერხეს აღნიშნულ საკითხზე შეთანხმების მიღწევა..

პარალელურად საუბარი სხვა მიმართულებით განვითარდა და კერძოდ ნახევარმცველებზე..

მაურისიო სარის გეგმებში ემრე ჯანს დიდი ადგილი არ უკავია და აქედან გამომდინარე, ტურინელები მზადყოფნას გამოთქვამენ მის გასხვისებაზე..

ანალოგიური სიტუაცია სუფევს ბარსას ხორვატ ნახევარმცველ ივან რაკიტიჩზე, რომლის გაშვების მომხრე თავად ერნესტო ვალვერდეა..

შესაბამისად, გაჩნდა შანსი რომ მხარეები ამ ორ მოთამაშეს გაცვლიან, მაგრამ ამ ეტაპზე ისინი მათ ფასებზე ვერ თანხმდებიან..

კატალონიელებს რიგი ფეხბურთელების გასხვისება სურთ, რათა მოახერხონ პსჟ-დან ნეიმარის დამატება ისე, რომ ფინანსურ ფეირ პლეიზე პრობლემები არ შეექმნათ.

იუვეც თავის მხრივ, ფინანსური ასპექტიდან მოქმედებს და იმ შემთხვევაში თუ მოახერხებს ესპანელებთან საერთო ენის გამონახვას, მაშინ მათთვის აღნიშნული ბარტერი ფინანსური თვალსაზრისით მომგებიანი ნაბიჯი იქნება.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x