რომამ ტურინს რუგანის სანაცვლოდ რიკარდი შეთავაზა
დანიელე რუგანისთან დაკავშირებით ახალი ცნობებია:
სამშაბათს დაწყებული მოლაპარაკებები დედაქალაქელებთან, ძალზედ პროდუქტიულად ვითარდება.
რომაელებმა ტურინელებს ცენტრალური მცველის სანაცვლოდ, საკუთარი პრიმავერადან საკმაოდ ნიჭიერი შუახაზელი შეთავაზეს.. საუბარი 2001 წელს დაბადებულ ალესიო რიკარდიზე არის.
ორივე კლუბისთვის აღნიშნული გარიგება, კაპიტალის ზრდის თვალსაზრისით საკმაოდ პოზიტიური იქნება.
პროცესი იმდენად ნაყოფიერად ვითარდება, რომ შესაძლოა ტრანსფერი უახლოეს პერიოდში დაიხუროს.