ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ნედვედის წინასამატჩო პრესკონფერენცია

ხვალ, იუვენტუსი სერია ა-ს ახალ 19/20 სეზონში პირველ მატჩს სტუმრად პარმას წინააღმდეგ გამართავს. ამ შეხვედრისთვის მოწყობილ სპეციალური პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების წინაშე პაველ ნედვედი წარდგა:

ჩემი აქ ყოფნის მიზეზი გახლავთ გუნდის მთავარი მწვრთნელის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მას პნევმონია აწუხებს და იგი სარეაბილიტაციო კურს გადის. იმედი გვაქვს, რომ მაურისიო სარი საკუთარ საქმიანობას მალე დაუბრუნდება.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ზაფხულში ჩვენი მხრიდან მთელი რიგი ცვლილებები განხორციელდა.. მოვიდა ახალი სამწვრთნელო და სამედიცინო შტაბი.. ცვლილებები შეეხო მენჯმენტურ პოზიციებსაც.. ბუნებრივია, განხორციელდა მთელი რიგი ტრანსფერები..

თუმცა, ეს ყოველივე არ ნიშნავს იმას, რომ გუნდი რაღაც ახალ ეტაპზე გადადის. ჩვენ ვართ იუვენტუსი და ვიცით, როგორ უნდა გავუყვეთ წარმატებულ გზას.. ბუნებრივია მოახლოებულ სეზონშიც გვსურს გამარჯვების მოპოვება.

ტრანსფერები? გუნდში სტანდარტულად 24-25 მაღალი დონის ფეხბურთელი იქნება, რომლებიც ერთმანეთს სასტარტო შემადგენლობისთვის კონკურენციას გაუწევენ.. სხვა დეტალებზე სასაუბროდ მე ნამდვილად არ ვარ კომპეტენტური პიროვნება, რადგან ეს უშუალოდ ფაბიო პარატიჩის ვალდებულებაა..

მინდა გითხრათ, რომ ფაბიო საკუთარ საქმიანობას იდეალურად უძღვება.. მან ორი დიდი გარიგება გააკეთა დანილოს და მერიჰ დემირალის სახით.. ასევე ნაყოფიერად იმუშავა მოიზ კინის და ჟოაო კანსელუს გასხვისებისას.. ფანჯარა ჯერ კიდევ ღიაა და ვიმოქმედებთ სიტუაციიდან გამომდინარე ან თუ რომელიმე ჩვენი მოთამაშე რაიმე კონკრეტულ სურვილს გამოთქვამს.

სარის შემთხვევაში დარწმუნებულები ვართ, რომ სწორი სვლა განვახორციელეთ.. პირველივე დღიდანვე შეამჩნევდა ყველა თუ როგორი სერიოზულობით მოეკიდნენ ყველანი მწვრთნელის მიერ გაზიარებულ იდეებს.. მას მკაფიო წარმოდგენა აქვს თუ როგორი უნდა იყოს სათამაშო ფილოსოფია, შესაბამისად მაქსიმუმს აკეთებენ რათა თავკაცის მითითებები ზედმიწევნით კარგად შესრულდეს.

ანტონიო კონტე? ყველამ კარგად იცის რაოდენ დიდი პროფესიონალია.. თუმცა, რატომღაც გავიწყდებათ, რომ ნერიაძურის რიგებში ასევე ჯუზეპე მაროტა არის.. ამ ორის სახით კალჩოში საკმაოდ სერიოზული კონკურენტი გვყავს.

მაურო იკარდი? როგორც უკვე გითხარით, ახლა აქ იმისთვის არ მოვსულვარ, რომ სხვა კლუბის ფეხბურთელებზე გესაუბროთ. სართოდაც, ტრანსფერები იქამდე უნდა ხორციელდებოდეს, სანამ ოფიციალური სეზონი დაიწყება.. ასე მოთამაშეებიც თავს მეტად კომფორტულად იგრძნობდნენ..

იუვენტუსი როგორც ყოველთვის სიტუაციიდან და შესაძლებლობიდან გამომდინარე იმოქმედებს. თუ ბაზარი მოგვცემს კარგ შესაძლებლობას, ბუნებრივია უარს არ ვიტყვით.

პაულო დიბალა იუვენტუსისთვის პრობლემა არასდროს არ ყოფილა.. სარი მას ცრუ ცხრიანის პოზიციაზე გამოიყენებს.. არგენტინელი წინასასეზონო შეკრებაზე ოდნავ გვიან შემოგვიერთდა, მაგრამ კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

ადრიენ რაბიოს ტრანსფერმა ნამდვილად არ გამაკვირვა, რადგან მას დიდი ხნის მანძილზე ვაკვირდებოდით და გვსურდა. ფაბიოს გენიალური სვლების შედეგად, ჩვენ შევძელით ფრანგის გაფორმება. 

გონსალო იგუაინი შედის მსოფლიოს სამ საუკეთესო ფორვარდს შორის და ამას გულახდილად ვამბობ.. მაურისიოს კარგად მოეხსენება არგენტინელის თვისებები და ჩვენ ბედნიერები ვართ მისი აქ ყოფნით. გონსალოს ყველაფერი აქვს – ფიზიკა, სისწრაფე, დამამთავრებელ ფაზაში ზუსტი მოქმედება და პოზიციის შერჩევა..

დუგლას კოშტა? ბრაზილიელს უდაოდ განსაკუთრებული თვისებები აქვს, რომლის დემონსტრირება შარშან ტრავმების გამო ვერ შეძლო.. იმედს გამოვთქვამ, რომ მიმდინარე სეზონში კოშტა თავის სათქმელს ხმამაღლა იტყვის!”

ჩვენი მიზანი უცვლელია – იტალიის სუპერ თასი, იტალიის თასი და სერია ა.. ჩემპიონთა ლიგა ჩვენი სურვილია, მაგრამ დაუშვებელია ეს ყოველივე უაზრო აკვიატებაში გადავიდეს.. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, მან შესაძლოა ნეგატიური ზეგავლენა იქონიოს.. ყველაფერს ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მივუყვეთ”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

9 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
5 years ago

“მან ორი დიდი გარიგება გააკეთა დანილოს და მერიჰ დემირალის სახით.. ასევე ნაყოფიერად იმუშავა მოიზ კინის და ჟოაო კანსელუს გასხვისებისას.”
გვეღადავება, ხედირა ვიყო :blin:

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

sarim filtvebis anteba aikida )))) sanakrebo pauzis shemdeg dabrundeba

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

სარი ნაპოლისთან უნდა ყოფილიყო რას ეწევა ამდენს

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

ესეიგი ნედვედმა თუ რამე მოვახერხეთ და გავყიდეთ ან ვიყიდეთ ვინმე კარგიაო(ანუ არაფერი გამორიცხა ბოლო დღეებსი ჯერ კიდებვ არის დარჩენილი 8-9 დღე)ან ამ სასტავით დავიწყებთ სეზონსო არანაირი ფინანსური ბალანსის მხრივ არ გვაქ პრობლემაო გუნდში…… თვითონ იმ იგროკების ინტერესში უნდა იყოს წასვლა გუნდიდან ვისაც უთხრეს რომ ლიგის განაცხადში ვერ მოხვდებიან და პლიუს სკამზე დასვამენ მგონი ასეთი ხალხია მანჯუ-რუგანი-მატუიდი თუ არუნდათ წასვლა და ძირითადში საშუალო გუნდში თამაში კიბატონო ხეხონ სკამი(ამას არ ვამბობ ირონიით უბრალოდ რეალობაა ასეთი)არაა პრობლემა ზაპასად იქნებიან რომ რამე ცუდი მოხდეს და დაიტრამვოს ვინმე……..იგუზე სერიოზულად იბაზრა ისე 3 შემტევში შედისო იგუო ძაან მაგარია ესეიგი რჩება უეჭველი მჯერა ის ფორმას აღიდგენს და… Read more »

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

Dibala da remzi araa ganacxadshio mgoni da ra xdeba???kai remzi ishushebs tramvas dibala???xom araferi xdeba gakidvis ambavshi???

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

დიბალა არის რემზი და რუგანი არ არის……

ტრიდე
ტრიდე
5 years ago

ვანა ნედვედ დილიხტი შენ ჩაითავალე საღოლ

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

დე ლიხტი მართლა გაორჩა :)

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

ანუ დე ლიგტი რონალდომ დაკერაო პარატიჩის საქმეში არ ჩაუთვალა:lool:

| Newsphere by AF themes.
9
0
Would love your thoughts, please comment.x