ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მონტელა:”რა საჭიროა VAR?”

სერია ა-ს პირველი ტური ხმაურიანად დაიწყო:

მას შემდეგ რაც იუვემ სტუმრად პარმა 0-1 დაამარცხა, არტემიო ფრანკიზე დღის მეორე მატჩში ერთმანეთს ფლორენციული “ფიორენტინა” და “ნაპოლი” დაუპირისპირდნენ..

მატჩი დრამატული და უხვგოლიანი გამოდგა, თუმცა იყო ეპიზოდი, რომლის დროსაც დავიდე მასამ უცნაური გადაწყვეტილება მიიღო..

მან თავდაპირველად დრის მერტენსის სიმულაციაზე 11-იანი დანიშნა იების კარში, ხოლო მატჩის მიწურულს ფრენკ რიბერიზე აშკარა წესების დარღვევაზე თვალები დახუჭა..

საგულისხმოა, რომ მან არცერთ შემთხვევაში არ მიმართა ვიდეო რეფერის, რასაც იტალიაში დიდი სკანდალი მოყვა..

ემოციებს ვერ მალავდა მატჩის დასრულების შემდეგ ფლორენციელთ თავკაცი ვინჩენცო მონტელა:

ეს იყო შეურაწყოფა კლუბის პრეზიდენტის, ფანების და ფეხბურთელების მიმართ!

ვერ ვხვდები რისთვის არის საჭირო ვიდეო რეფერი, თუ მან მსგავს საკამათო ეპიზოდებში საკუთარი როლი არ შეიტანა..

საკმარისია საუბარი ფედერიკო კიეზას სიმულაციაზე, რადგან მასას გადაწყვეტილებებმა შედეგზე უშუალო ზეგავლენა იქონია!

მთელი კვირის განმავლობაში, მულხჩაუხრელად ვემზადებოდით ამ დაპირისპირებისთვის და ჩემი შეგირდები მოედანზე სწორი განწყობით გამოვიდნენ..

დარწმუნებული ვარ, ხვალ რომ ეს ეპიზოდი მერტენსის შესრულებით ვიხილო, მეტად აგრესიული ვიქნები.. 5 მსაჯმა როგორ ვერ უნდა დაინახოს ის, რაც მთელმა სტადიონმა და ტელე-ეკრანებთან შეკრებილმა ადამიანმა მარტივად გაარჩია?”

10 thoughts on “მონტელა:”რა საჭიროა VAR?”

  1. მსაჯმა მოაგებინა ნაპოლს, მერტენსის თეატრი არც კი გადაამოწმეს და რიბერისთან ჰისაის ძიუდოც ასევე არ გადამოწმდა და მერე დე ლაურენტისი იუვენტუსს მსაჯები ეხმარებიან და ყველა დაჩაგრული ვართო

  2. გუშინდელი იუვე თითქოს არ გამოიყურებოდა ცუდად მაგრამ ასეთ იუვეს და ამ თამაშით ნაპოლი მოუგებს შემდგომ ტურში ჩემის აზრით ასე ვფიქრობ……..

  3. ეს ცისფერი ფორმა მოგწონთ ვინმეს?
    რა შუაშია ჩვენთან ეს ფერი საერთოდ?
    წელს რო ფორმებია მოკლედ ნუ იტყვი…

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.