ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სარის ექს ასისტენტი იგუაინზე და სარიზე..

მაურისიო სარის ყოფილი ასისტენტი ნაპოლიში კორადო საკონე გონსალო იგუაინზე საუბრობს:

დარწმუნებული ვარ სარი კმაყოფილი დარჩა არგენტინელით, რადგან მისი ასპარეზობა პარმას წინააღმდეგ იყო ნათელი დადასტურება, რაოდენ ჭკვიანი მოთამაშეა..

მისი გადაცემების 90 %-ი ზუსტი გამოდგა, ხშირად საუბრობდა კრიშტიანო რონალდუსთან და პორტუგალიელთან ბრწყინვალედ კომბინირებდა.. ყოველთვის მზად იყო პარტნიორებს დახმარებოდა და შეტევების მაღალ ტემპსაც ინარჩუნებდა..

რომელი მწვრთნელი იტყვის ასეთ ფორვარდზე უარს, რომელსაც არ ეზარება უკან ჩამოსვლა და პარტნიორებისთვის თავისუფალი სივრცის შექმნა?

ველოდი თუ არა მის ასე გარჯას? სიმართლე გითხრათ არა ამ დოზით.. სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი მისი თავდაჯერებულობით და სწორი მოქმედებებით..

მე რომ მკითხოთ ახლა ვინ არის პორტუგალიელისთვის იდეალური პარტნიორი, ეს სწორედ გონსალო იგუაინია.. დიახ, ცივსისხლიანი ფორვარდია და უშუალოდ საჯარიმოში გრძნობს კომფორტულად თავს, მაგრამ არ არის ეგოისტი..

მისთვის გუნდური წარმატება უპირველესია და აქედან გამომდინარე, შეუძლია კრიშტიანოს იმაზე დიდი დახმარება გაუწიოს, ვიდრე სხვა დანარჩენმა ვინც ახლა იმყოფება ტურინელთა წინა ხაზში..

სარის სამუშაოს შეფასება ახლა საკმაოდ რთულია.. დრო ჭირდება, რომ გუნდი მაქსიმალურად მიხვდეს მის სურვილს და მოთხოვნას..

თუმცა, უკვე პარმასთან შეხვედრაშიც გამოჩნდა, როგორი იქნება ბიანკონერის ინტენსიურობა ბურთის დაკარგვის დროს, კონტროლის დროს და ასე შემდეგ.. პირველ ნახევარში ასე თუ ისე გამოიკვეთა კონტურები, რომელიც უფრო მეტად დაიხვეწება.

შემადგენლობა? იცით, ამან შესაძლოა პრობლემები გააჩინოს.. მაგალითად კარლო ანჩელოტის ხელში შეთამაშებული გუნდია, მაგრამ იუვეში ახლა შეკრებილი არის 23-24 უმაღლესი დონის ფეხბურთელი..

შენ თან თამაშს ალაგებ და ამასობაში პარმას წინააღმდეგ სკამზე ტოვებ დე ლიგტს, დიბალას, მანჯუკიჩს, ემრე ჯანს, რემზის და რაბიოს.. ეს პრობლემაა და სარიმ სწორი ბალანსი რაც შეიძლება სწრაფად უნდა იპოვოს.”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

8 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ფიცხელა
ფიცხელა
5 years ago

აბა შემოვცხოთ განგაშის ზარებს

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

დარჩა იგუ და ეგ არი,ამ დარჩენილ დროში ესენი არც გამყიდველები არიან მითუმეტეს არც მყიდველები ფორვარდის…
არ იყო იდეალური ფანჯარა რაღაცა ქაოსურად სრულდება,ბალასტი გვეტენება და ა.შ

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

მართალი ხარ. დე ლიხტის მერე საერთოდ ვერაფერი ვეღარ ქნეს. კანსელოს ამბავიც უფრო დასუსტებაა. დანილო ჯერ ვაფშე ან გაამართლებს ან არა და შეილება დე შილიოს იმედზე დავრჩეთ)))

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

danilo deshilios mainc ajobebs

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

კალლლლ

OLD Juventus
OLD Juventus
5 years ago

რა იგუანი, ათამაშებს და ათამაშოს, მაგან შეიწირა ჯერ მაროტა და ნაწილობრივ ალეგრი და შეიწირავს სარისაც.როგორც ჩანს ხელმძღვანელობას გათვიცნობიერებული აქვს ღიპოს შესაძლებლობები და უნდა მოიშოროს, მაგრამ სხვებმაც იციან რაც არის და არავინ ყიდულობს და იხდის 35 მილიონს.

ცენტრ ფორვარდი რომ გოლს ვერ იტანს რავიცი….

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

არვიცი ვინ რას ფიქრობს მაგრამ იგუ მართალია რომ დატოვეს და ძირითადშიც უნდა იყოს რონალდუსთან ის კაი დუეტს შექმნის მანდ დიბალას ადგილი არაა

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

პიპიტას კაი პასი რომ ქონდეს მართლა კარგი იქნებოდა მაგრამ ,,,,

| Newsphere by AF themes.
8
0
Would love your thoughts, please comment.x