ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მარკეტიმ პირდაპირ ეთერში ტურინელთა სვლებზე ისაუბრა

ლუკა მარკეტიმ სქაი სპორტზე, პირდაპირ ეთერში მიმოიხილა ყველა ის სატრანსფერო სიახლე, რომელიც ტურინის იუვენტუს უკავშირდებოდა:

სქაი სპორტის წამყვანმა ეთერმა დაახლოებით 15 წუთის წინ დაასრულა:

ბარსელონასთან ინტენსიური მოლაპარაკებები, დაახლოებით ორი კვირაა მიმდინარეობს.

მხარეებს იმედი ჰქონდათ, რომ მთელ რიგ სატრანსფერო სვლებს მოაგვარებდნენ, მაგრამ შეთანხმება ამ წამისთვისაც არ არის მიღწეული.

დანიელე რუგანის მომავალ კვლავინდებურად ბურუსით არის მოცული, რადგან ჯორჯო კიელინის ტრავმამ მისი ადგილი მაინც და მაინც არ შეინარჩუნა..

საქმე იმაშია, რომ კლუბს უკანა ხაზში გამოცდილი მოთამაშის დამატება სურს და სწორედ ამიტომაც განიხილება იტალიელის გასხვისება ან გაცვლა.. ბარსელონა მის ნაცვლად ტურინს სამუელ უმტიტის თავაზობს.

ალტერნატიულ ვარიანტებად ჟერომ ბოატენგი და მედჰი ბენატია სახელდებიან.. მაროკოელის გვარი არაერთხელ დაუკავშირეს ბიანკონერის და ახლა, როდესაც ტურინში მაქს ალეგრი აღარ მუშაობს, მისი დაბრუნება მართლაც რეალური ხდება.

ბოატენგთან დაკავშირებით კონკრეტული არაფერია.. იუვეს არაერთხელ სურდა მისი გადაბირება, მაგრამ რიგი პრობლემების გამო საწადელს ვერ აღწევდა.. რამდენად მოასწრებენ ახლა მის გაფორმებას, საკმაოდ რთული საკითხია.

დაცვის ხაზის გარდა, მხარეები ნახევარმცველებზეც საუბრობდნენ.. ვერ შედგა შეთანხმება ბარტერზე ივან რაკიტიჩი – ემრე ჯანი.. კატალონიელებმა ხორვატის სანაცვლოდ მინიმუმ ფედერიკო ბერნარდესკი მოითხოვეს, მაგრამ აქაც ვერ შედგა შეთანხმება ორივე მოთამაშის ღირებულებაზე..

კატალონიელები პირდაპირ ბარტერზე არიან თანახმანი, მაშინ როდესაც ბებერი ქალბატონის მესვეურები ამ გაცვლის შემთხვევაში, ესპანელებისგან თანხის დამატებას ითხოვენ..

ერთი სიტყვით ბოლო წამის ტრანსფერისთვის გარკვეული სიახლეები კი ვრცელდება, მაგრამ 95%-იანი სიზუსტით შეგვიძლია ვთქვათ, რომ იუვე არსებული შემადგენლობით გააგრძელებს სეზონს და ერთადერთი რაც შეიძლება, რომ შეიცვალოს არის რუგანის წასვლა და რომელიმე გამოცდილი უკანახაზელის ტურინში მისვლა”.

იტალიაში სატრანსფერო ფანჯარა თბილისის დროით 2 სექტემბერს 22:00-ზე დაიხურება. 

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x