ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მოჯი:”უცნაური სიტუაციაა”

ლუჩიანო მოჯიმ საინტერესო კომენტარი გააკეთა ემრე ჯანზე:

როდესაც კლუბი ღებულობს ასეთი სახის გადაწყვეტილებას, მას პირველ რიგში ფეხბურთელს აცნობებენ, ხოლო შემდეგ მთავარი მწვრთნელი ღებულობს პასუხისმგებლობას მიზეზი დეტალურად ახსნას..

ახლა კი სიტუაცია ისე გამოიყურება, თითქოს ყველაფერი მაურისიო სარის შეაჩეჩეს და მას პასუხი არ გააჩნია, რითაც გასახდელში დესტაბილიზაციის ნიშნები გაჩნდა..

იუვენტუს ახლა ორი თანაბარი დონის შემადგენლობა ჰყავს, რაც სერიოზული პრობლემაა თავად მწვრთნელისთვისაც.. საჭიროა ბალანსის პოვნა და თან მოთამაშეების სწორად გამოყენება, მაგრამ უამრავი მაღალი დონის ფეხბურთელი სკამზე ყოფნისთვის იწირება..

აი აქ არის სწორედ დიდი თავსატეხი, როდესაც საერთო ამინდი უნდა შეინარჩუნო და ნეგატივი შორს მოისროლო..

ფაბიო პარატიჩი ცდილობდა გარკვეულ მოთამაშეებთან დამშვიდობებას, მაგალითად როგორიც არის ბლეზ მატუიდი.. აქედან არაფერი გამოვიდა, რადგან კლუბიდან წასვლა არავის არ სურდა..

მარიო მანჯუკიჩმა იცოდა შექმნილი მდგომარეობის შესახებ.. შესაბამისად, მას არაფერი არ უნდა ეწყინოს.. სეზონი გრძელია და არავინ იცის იანვარში, როდესაც ჩემპიონთა ლიგის განახლებული სია იქნება გასაკეთებელი თუ ვინ მოხვდება გადამწყვეტი ეტაპის განაცხადში”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x