ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სარის წინასამატჩო პრესკონფერენცია

გთავაზობთ მაურისიო სარის წინასამატჩო პრესკონფერენციას:

მწვრთნელისთვის მატჩის დროს სათადარიგოთა სკამზე ყოფნა აუცილებელია, მაგრამ სამედიცინო შტაბის კატეგორიულმა მოთხოვნამ იძულებული გამხადა 20 დღის მანძილზე შინ დავრჩენილიყავი..

მათ დიდი დახმარება გამიწიეს და სწორედ ექიმების დამსახურებაა, რომ პროცესმა უფრო დიდი დრო არ დაიკავა..

ემრე ჯანის სიტუაცია ჩემთვის გასაგებია.. ხშირ შემთხვევაში ფეხბურთელებს ემოციებისგან დაცლის საშუალება უნდა მივცეთ, რის შემდეგაც უნდა შედგეს შეხვედრა და პირისპირ საუბარი. იმ ასაკში, ვარ როდესაც შემიძლია ემოცია სწორად გავიგო და ვნებათაღელვას არ ავყვე.

ტრავმები ფეხბურთის განუყოფელი ნაწილია, მაგრამ შემადგენლობაში არიან ფეხბურთელები, რომლებთაც ძალუძთ მაღალი ინტენსივობის შესრულება.. პირობითად სამი ხედირა და აარონ რემზი ძლიერი მოთამაშეები არიან, მაგრამ გუნდს მათი სრულფასოვანი შემცვლელები უდაოდ ჰყავს.. ადრიენ რაბიო ერთ-ერთი მათგანია.

უელსელის სარეაბილიტაციო პროცესი ნაყოფიერად ვითარდება.. მისი ფორმა ჯერ არ არის იდეალური, მაგრამ თუ ასე გააგრძელებს, დაახლოებით 10-12 დღეში სასურველ კონდიციაში შევა..

რემზი საოცრად ტექნიკური და ჭკვიანი შუახაზელია, რომელსაც თავისუფლად შეუძლია უფრო სიღრმეში ან დაცვის წინ პროდუქტიულად გარჯა.

ვიცე პიანიჩი? სხვათაშორის როდრიგო ბენტანკურს ამ როლზე დიდი პოტენციალი აქვს.. ჯერჯერობით არ არის სათანადო დონის შემსრულებელი, მაგრამ ვეჭვობ სულ მალე ძალიან მნიშვნელოვანი გახდება..

ჩემი განცხადება, რომ იუვეს უმართლებდა? არასდროს არ მითქვამს.. მუდამ ხაზს ვუსვამდი, რომ იუვენტუსი იტალიაში საუკეთესო გუნდია.. შეუძლებელია აქ მოხვდე და ამას ზუსტად 5 წუთში ვერ მიხვდე.. ყველანი გამარჯვებაზე ორიენტირებულნი არიან..

ბუნებრივია წლიდან წლამდე ეს უფრო რთული ხდება, მაგრამ სპორტული აგრესია და შიმშილი წამითაც არ კლებულობს..

ბოლო ხანებში მატაის დე ლიგტს ბევრი კრიტიკა შეხვდა, მაგრამ თუ არ ვცდება თავის დროზე ანალოგიური გზა გაიარა მიშელ პლატინიმიც.. ფრანგს ადაპტაციისთვის რამდენიმე თვე დაჭირდა.. ჰოლანდიელსაც იგივე ელის, მაგრამ დარწმუნებული ვარ იგი მიმდინარე სეზონშივე იტყვის თავის სიტყვას.

მანჯუკიჩი თუ იგუაინი? გონსალო პირადი სიმპატიის გამო არ ამირჩევია.. თუ გახსოვთ ჩელსიში ყოფნისას მას ბოლო ხანებში მოედანზე გასვლის საშუალება არ მიცემია.. აქ კი საწვრთნელი სესიის დროს ის იგუაინი გამახსენა, რომელიც 2-3 წლის წინ ტოპ 5 საუკეთესო ფორვარდს შორის შედიოდა.. მარიომ კი პირიქით, გარკვეულ ასპექტებში ჩემი დარწმუნება ვერ მოახერხა და გადაწყვეტილებაც ამის გამო მივიღე.

ადრიენ რაბიო მაღალი დონის ფეხბურთელია, რომელსაც 2019 წელს საერთოდ არ უთამაშია.. მან შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა მოსამზადებელ პერიოდში, მაგრამ ამის მერე ფიზიკური ჩავარდნა დაეწყო რაც სრულებით ბუნებრივი პროცესია..

თუმცა, ამის ფონზე მას ფსიქოლოგიური წნეხიც დაემატა და უმჯობესია, მსგავს ფაქტორებზე დიდ ყურადღებას თუ არ გაამახვილებს. სხვა მხრივ იგი ტექნიკური და ჭკვიანი შუახაზელია.

ბლეზ მატუიდი თავის მხრივ ტაქტიკური თვალსაზრისით იუვესთვის საჭირო კადრია.. იგი კრიშტიანო რონალდუს დიდ დახმარებას უწევს.. პორტუგალიელი ევროპაში საუკეთესო შემტევია და შესაბამისად მას ესაჭიროება პარტნიორებისგან მეტი თავისუფლების მინიჭება.. ერთ-ერთი ასეთი სწორედ მატუიდია.”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
5 years ago

მთავარია საქმეში გადაიტანოს თორე, აბა ლაპარაკი ალეგრიმაც იცოდა, გაფიქრებინებდა კაცს რო, აი მიხვდა ყველა შეცდომას და მომავალ თამაშში დაანგრევს მოწინააღმდეგესო. არ ვიცი, რით გაგახაროთო, ეგ ამბავია

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

თუ ერიქსენი მოვიდა
იფ რა იქნება

ტრიდე
ტრიდე
5 years ago

რავი სარი სიგარეტის მოწევას თუ დაანებ თავს ალბათ ტიტულებს ბევრს მოიგებ იუვესთან ერთად სიგარეტი თუ სიცოცხლე და ტიტული გამარჯვებები

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x