ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მანჯუკიჩის აზიური პერსპექტივა

ხორვატი შემტევი განაცხადს მიღმა

ჩემპიონთა ლიგის განაცხადის მიღმა დარჩენის შემდეგ, ტურინის იუვენტუსის შემტევი მარიო მანჯუკიჩი ატალანტასთან მოახლოვებულ შეხვედრასაც გამოტოვებს. მაურისიო სარიმ ხორვატი კვლავ შემადგენლობის მიღმა დატოვა.

Tuttosport-ის ცნობით, გამორიცხული არ არის მარიომ გუნდი სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდეც, უახლოეს დღეებში დატოვოს.

მანჯუკიჩის გადაბირებას აქტიურად ცდილობს ერთ-ერთი ყატარული კლუბი, რომელიც მზად არის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტს საკმაოდ მსუყე ანაზღაურება გადაუხადოს.

იტალიური მედიის ცნობით, ყველაფერი უახლოეს დღეებში უნდა გაირკვეს.

27 thoughts on “მანჯუკიჩის აზიური პერსპექტივა

  1. საჯაროდ კომენტარები იმიტომ კეთდება რომ ვიღაც დაგვეთანხმოს ან ვიღაცამ საპირისპირო თქვას
    ჩემი აზრია და ნუ შეეხები არ არის სწორი
    თუ შენი აზრია და არავინ გინდა რომ შეეხოს არ დააკომენტარო და არავინ შეეხება
    აგერ სიტიმ საერთოდ წააგო ნორვიჩთან და ლიგაზე ჩარჩებიან ჯგუფში თუ პელეგრინის სიტი გაუხდებათ სანატრელი?
    ყველას გუნდის წარმატება გვინდა და გაგვიხარდება აცადეთ ორი სამი თვე მაინც და შეიძლება სულაც ალეგრი კოშმარებშიღა დაგვესიზმროს

  2. ალეგრის იუვე ყიველთვის ძალიან საინტერესო იყო რონალდომდე თამაშის ხარისხი თუ ბარსას არ გავდა ცუდი საყურებელიც არ იყო თან მაგ კაცს შედეგი ქონდა მიდი ლიგის ფინალამდე აბა თუ ეგეთი ადვილია… რაც შეეხება სარის ვფიქრობ ძაან გაუძნელდება იმიტომ რო იუვე ალეგრამდეც და მანამდეც თუნდაც ლიპი-ტრაპატონის დროს არ თამაშობდა სანახაობრივ ფეხბურთს უბრალოდ იგროკები ყავდათ ყოველთვის მაღალი დონის და ისინი ქმნიდნენ სანახაობას! ეგრე იყო ალეგრიც სანამ პოგბა მარკიზა ვიდალი და პირლო ყავდა გუნდი თამაშსაც აჩვენებდა! აი ეს იუვე ძალიან სუსტია მიყვარს იუვე მაგრამ ყველა ფეხბურთელი საშუალო დონეა რონალდო ბონუჩი კიელინი და პიანიჩის გარდა!

  3. ახლა ნუ გამოხვალთ ხოლმე პესიმისტი პროფესორები: ჯგუფიდან ვერ გავალთ სკუდეტოს ვერ მოვიგებთ ალეგრი გაგვიხდა სანატრელი და ა.შ
    როდის იყო იუვენტუსი სანაკრებო პაუზის შემდეგ თამაშს იგებდა? თანაც სტუმმრად და თანაც ფიორენტინასთან რომელიც იუვენტუსთან 110 პროცენტით იხარჯება ყოველთვის
    სკუდეტოსაც მოვიგებთ და ლიგასაც!!!
    :forza: :forza: :forza:

  4. ვაი ასეთ ქულას და თქვენ ზოგმა უაზრო პესიმისტს მოეშვით, ბილეთმა გაგისხათ არც იუვეს ბრალია და არც ფიორესი თქვენი ტამაშის ბრალია და აღარ დადოთ :)

    1. რა სანატრელი,მაგ ალეგრის ფეხბურთს თამაშობენ ზუსტად მთელი თამაშია ))))) :D სარიმ ნახევარმცველი მინდაო და 2 წლის უთამაშებელი ხალხი მოუყვანეს )) აცადეთ ცოტახანი კაცს :D

  5. ერთი თხოვნა მაქ ძმებო თქვენთან შეგიძლიათ ამიხსნათ რა ფეხბურთს თამაშობს დღეს ეს გუნდი თუ მე ვარ მთლად შტერი და ვერ ვხვდები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.