ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ლუკა მარკეტი:”ტურინელთა სამი პრობლემა”

სქაი სპორტის ჟურნალისტი ლუკა მარკეტი სამ პრობლემაზე საუბრობს, რომელიც ახლა იუვეში მისი შეხედულებით ფიქსირდება:

1. გუნდი არ აღმოჩნდა მზად ჯორჯო კიელინი ასეთი ხანგრძლივი პერიოდით დაეკარგა.. კაპიტანი გასახდელში კი მნიშვნელოვანია, მაგრამ გაცილებით საჭირო სწორედ მოედანზეა, რადგან დღეისათვის მატაის დე ლიგტი არ არის სათანადოდ მომზადებული სერია ა-სთვის, ხოლო ლეონარდო ბონუჩი სხვა მახასიათებლების მქონე მოთამაშეა, რომელსაც გვერდით სწორედ მსგავსი ხისტი პარტნიორი ესაჭიროება, როგორიც კინგ-კონგია..

ამ ყოველივეს დაემატა სხვადასხვა პოზიციაზე კონკრეტული ფიგურების ტრავმებიც.. თუნდაც მატია დე შილიო.. ახლა უკვე დუგლას კოშტაც.. მირალემ პიანიჩიც.. გარკვეული პრობლემები აქვთ ასევე დანილოს და სამი ხედირასაც.. ორი აზრი არაა, რომ ტრავმიანობა არის მთავარი პრობლემა, რომელიც გუნდის სტაბილურობას ხელს უშლის.. რაოდენ დიდი რესურსიც არ უნდა გქონდეს, როდესაც ტურიდან ტურამდე ფეხბურთელები გაკლდებიან, ეს დიდ თავისტკივილს გმატებს.

2. იუვენტუსის ნახევარმცველები, ზედმეტად კონსერვატორულად მოქმედებენ.. იგივე სამი ხედირაც რომელიც ზედმიწევნით ასრულებს მთავარი მწვრთნელის მითითებას, მაგრამ კონკრეტულ ეპიზოდში, ფეხბურთელს ხომ შეუძლია სხვა მანევრის გაკეთება? მირალემ პიანიჩიც იმდენად არის ფოკუსირებული თამაშის აშენებაზე, რომ სხვა ასპექტები თითქოს სრულებით დაავიწყდა..

ასეთ დროს უპრიანი იქნება თუ გუნდი მალევე გამოიყენებს აარონ რემზის და ადრიენ რაბიოს.. სხვა თუ არაფერი საუბარი ახალ სისხლზე გვაქვს, რომელიც ამ “მობერებულ” ნახევარდაცვას სიახლეს შემატებს..

3. კრიშტიანო რონალდუ – ჩამრთველ/გამომრთველის ეფექტი.. როდესაც თამაში მიდის გუნდი პროდუქტიულია, მაგრამ საკმარისია პორტუგულიელს არ წაუვიდეს, რომ თითქოს ალტერნატიული ვარიანტები აღარ ჩნდება.. უცნაურია, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ტურინში უმაღლესი დონის შემსრულებლები ირიცხებიან და თითოეულ მათგანს შეუძლია ინდივიდუალურად გადაწყვიტოს მატჩის ბედი..

ამიტომ დროა ბიანკონერიმ ისწავლოს თამაში ისე, რომ არ იყოს დამოკიდებული ერთი ფეხბურთელის გუნება/განწყობაზე..

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

5 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
5 years ago

დე ლიხტი დასახელდა ყველაზე ცუდ ფეხბურთელად ფიორესთან, მარტო სახელი და გვარით ვერ ითამაშებ სერია ა_შიო, ეს იყო იტალიური გაზეთების შეფასება…

Bianconeri.10
5 years ago

დე ლიხტმა არადა 1 შეცდომა დაუშვა მარტო )) პოზიციურად მშვენივრად იდგა და მოუმატებს ნელნელა )) ნახევარდაცვაში ხე ხედირა და მატუიდი რო გეყოლება რანაირად ამოხვალ პრესინგიდან )) პიანიჩის გასვლის შემდეგ ხომ მითუმეტეს ))

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

ფიორენტინასთან პრესინგიდან ძლივს ამოდიოდნენ რამდენი შეცდომა იყო უმეტესობა დე ლიხტის შეცდომა

ფიცხელა
ფიცხელა
5 years ago

დე ლიხტი სად შეცდა?? პირიქით ძაან ბევრი ბურთი ჩაჭრა

ანონიმური
ანონიმური
5 years ago

რამდენი მცველია დე ლიხტი დემირალი რუგანი მაგრამ ჯორჯოს ვერცერთი ვერ ცვლის სამივე ბონუჩის ალტერნატივააა

| Newsphere by AF themes.
5
0
Would love your thoughts, please comment.x