ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაურისიო სარის წინასამატჩო პრესკონფერენცია

გთავაზობთ მაურისიო სარის წინასამატჩო პრესკონფერენციას:

“სანამ სასტარტო შემადგენლობაზე ვისაუბრებდეთ, აუცილებელია ჩამოვყალიბდეთ და დეტალური ინფორმაცია მივიღოთ ფეხბურთელთა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე..

კრიშტიანო რონალდუს ბარძაყის არეში მცირე დისკომფორტი აღენიშნება, რაც სამი მატჩის შემდეგ ნორმალური მოვლენაა..

მოთამაშეებს აღდგენითი პროცესი ჰქონდათ მას შემდეგ რაც ვერონასთან გამარჯვებას მიაღწიეს.. უახლოეს პერიოდში შევაფასებთ ლეონარდო ბონუჩის და ბლეზ მატუიდის ფიზიკურ კონდიციებს, რის მიხედვითაც გადავწყვეტთ ესაჭიროებათ თუ არა მათ დასვენება.

მთავარია გუნდი პროგრესირებას განაგრძობს და ახლოს ვართ საჭირო ბალანსის პოვნასთან.

ბრეშამ ჩემზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინა.. ეს არის კარგად ორგანიზებული კლუბი, რომელმაც დიდი სამუშაო გასწია და დღეისათვის პროდუქტიულ ფეხბურთს გვთავაზობს.

საბედნიეროდ გონსალო იგუაინს ცხვირის მოტეხილობა არ დაუფიქსირდა და ერთადერთი პრობლემა, რასაც წააწყდა იყო ცხვირის არედან მუდმივი სისხლის დენა..

იუვენტუსის სამყარო, სხვა სამყაროებისგან დიდად განსხვავებული არ არის.. აქ დიდი ყურადღება ეპყრობა ორგანიზებას, რაც ძალიან კარგია. სამყაროები ადამიანების მიერ იქმნება და მოხარული ვარ აქ ყოფნით!

ბუნებრივია შედეგის მიღწევა ისევე როგორც აქ, სხვა ადგილებშიც მნიშვნელოვანია, რის შემდეგაც მთავარი მწვრთნელი ფეხბურთელების მახასიათებლებს, მათ ფსიქოლოგიურ თუ ფიზიკურ კონდიციებს კარგად ეცნობა.. წარმატება ყოველდღიური მუშაობით მიიღწევა.

მართალია დღეისათვის სერია ა-ს ყველა კლუბის სრული სურათი არ გამაჩნია, მაგრამ ფაქტია წლევანდელი გათამაშება უწინდებურებისგან მნიშვნელოვნად განსხვავებული და დაძაბული იქნება”.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
4 years ago

ანუ რონალდო ვერ ითამაშებს?

ანონიმური
ანონიმური
4 years ago

ვერა სპალთან დაბრუნდება

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x