ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანდრეა პირლო:”ახალი პირლო? მხოლოდ ერთს ვამგვანებ”

გთავაზობთ ანდრეა პირლოს საკმაოდ საინტერესო ინტერვიუს:

იუვენტუსში ჩემი მოსვლის მიზეზი ძალიან მარტივია.. დარწმუნებული ვიყავი, რომ კარიერაში ახალი ციკლი დაიწყებოდა და ჩვენ ყველანი ერთად დიდ წარმატებას მივაღწევდით.. ასეთი განცდა, რომ არ მქონოდა ტურინში ნამდვილად არ გადავიდოდი.

ერთი შეხედვით წლევანდელი ჩემპიონატი გაცილებით დაბალანსებულია. იუვენტუსი, მილანი და ინტერი ნაყოფიერად გაძლიერდნენ.. მაგრამ ბიანკონერის ახალი მთავარი მწვრთნელის ფილოსოფიასთან შეგუება მოუწევს, რაც გარკვეულ დროს მოითხოვს. თუმცა, მთავარ ფავორიტებად სწორედ ისინი რჩებიან.

ბრეშიას წინააღმდეგ ამ სტადიონზე თამაში იოლი არასდროს არის. ქომაგები განსაკუთრებულ ემოციას ქმნიან და თან მითუმეტეს მაშინ, როდესაც მათი საყვარელი კლუბის წინააღმდეგ ასეთი გრანდი იასპარეზებს.

ეს ადგილი ჩემი მშობლიური სახლია, სადაც გავიზარდე და არაჩვეულებრივი პერიოდი გავატარე.. უკვე 10 წლისა ახალგაზრდულ გუნდში ჩავირიცხე.. მიუხედავად პატარა ასაკისა, პასუხისმგებლობის ზუსტად იმ დოზას ვგრძნობდი, რასაც 13-14 წლის ბიჭები.. საბედნიეროდ სერია ა-ში ჩემი დებიუტი მალევე შედგა.. მაშინ 16-ის ვიყავი.. დაუჯერებელი ემოცია იყო!

სეზონი ისე არ გავიდოდა ბრეშიას ჩემს თაობაზე წინადადება არ მიეღო.. მაგრამ ისინი ჩემს შენარჩუნებას ცდილობდნენ.. გადის სამი წელი და ინტერი ახერხებს კლუბთან საერთო ენის გამონახვას, რის შემდეგაც კარიერის გასაგრძელებლად მილანში გადავდივარ. მჯეროდა საკუთარი თავის და პოტენციალის.. ვიცოდი, რომ შევძლებდი მაღალი დონის ფეხბურთელად ჩამოყალიბებას.

მუდამ მეკითხებიან არის თუ არა მსოფლიოში ახალი პირლო.. მერწმუნეთ ისინი მთელს მსოფლიოში იმყოფებიან. თუმცა, ერთადერთი ვისაც ჩემ თავს ვამგვანებ ამ ეტაპზე, არის ფრენკი დე იონგი. ჰოლანდიელი განსაკუთრებული თვისებებით არის დაჯილდოებული.

მომავალთან დაკავშირებით ახლა ვერაფერს გეტყვით.. ჯერჯერობი კორვეჩანოს საწვრთნელ ბაზაზე ვარ.. ვნახოთ.. ფეხბურთი ჩემი ცხოვრებაა! ბოლო ნაბიჯი დარჩა გადასადგამი და ვნახოთ, რამდენად შევძლებ მიზნის მიღწევას და შემდგომ სად წამიყვანს გზა, რომელიც ჩემს მიერ არის არჩეული.”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
4 years ago

სასტავი დადეთ

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x