ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იუვენტუსის ექს თავკაცი მოწინავე გრანდების სამიზნეა

ინგლისური და იტალიური მედია მაქს ალეგრისთან დაკავშირებით მნიშვნელოვან ინფორმაციას აქვეყნებენ:

მართალია ტოსკანელმა ერთ წლიანი პაუზა აიღო და თავდაპირველად განაცხადა, თითქოს დიდი ფეხბურთისგან დასვენებას აპირებდა, თუმცა მას ჯერ რეალი, შემდეგ ბარსელონა, ახლა კი მანჩესტერ იუნაიტედიც დაუკავშირეს..

თუ ბრიტანულ წყაროებს დავუჯერებთ, სწორედ იტალიელი სპეციალისტი არის უმთავრესი კანდიდატი, რომელიც ოლე გუნარ სულშერს ჩაანაცვლებს..

მართალია ნორვეგიელი კლუბის ლეგენდაა, მაგრამ მისი ხელმძღვანელობით წითელმა ეშმაკებმა მიმდინარე სეზონი ძალზედ ცუდად დაიწყეს..

კულუარული ცნობებით, უკანასკნელი თვეების განმავლობაში მაქსი ინგლისური ენის ინტენსიურ კურსებს გადის, რაც ამ ინფორმაციას კიდევ უფრო რეალურს ხდის.

კიდევ ერთ შესაძლო ვარიანტად ალეგრის გარდა მანჩესტერელთა ექს უკანახაზელ ლორან ბლას ასახელებენ.

ფრანგი ინგლისელთა რიგებში 2001-03 წლებში ასპარეზობდა.. ბოლოს კიპსჟ-ში მუშაობდა, რომელიც 2016 წელს დატოვა.

9 thoughts on “იუვენტუსის ექს თავკაცი მოწინავე გრანდების სამიზნეა

  1. ნამუსი არ აქვთ ამ გრანდებს თუარა ამხელა ტალანტის გაცდენა იქნებოდა თუნდაც 2 თვით? :lool:

    ამას მაქსიმუმ 1-2 ნორმალური გუნდი გამოცდის და მერე ამოყოფს თავს სერია ბ_ში…

  2. ეს ჯერ არავის წაუყვანია? მე მეგონა ერთი 9 გრანდი ქონდა უკვე გამოცვლილი, ისე მაგარი იყო იუვეში :lool:

  3. ალეგრი მანჩეტერში ))) არ ვურჩევდი მანდ წასვლას :D ))) პსჟ იქნება კაი ალეგრისთვის ) საფრანგეთის ჩემპიონატს მოიგებს :D:D:D ))))

    1. ალენატორე დაკვირვებული იქნებოდი იუვეს ახალ სტილზე და შენ როგორ ფიქრობ სტილია ცუდი არჩეული თუ სტილი კარგია მაგრამ ფეხბურთელები ჯერ ვერ ამუღამებენ? მე პირველი მგონია. სწრაფი გადაადგილება , კომბინირება და მაღალი პრესინგი , ამას ავალებს სარი რაც ჯერჯერობით მხოლოდ ავალებს ….

      1. ჯერჯერობით არანაირი სტილი არ ჩანს )) პრესინგი ნაკლებად შეინიშნება )) შარშანდელ სტილში თამაშობს გუნდი )) გამონაკლისი ისაა რო პასების რაოდენობამ მოიმატა და შეტევის განვითარების სხვა ვექტორია )) აღარ არის უკვე ყველა შეტევაზე პადაჩა რონალდუზე )) ნუ რონალდუ ეგეთ სტილში სადაც ფლანგზე დგას )) 20 გოლსაც ვერ გაიტანს იტალიაში ))) 23 წლის ბიჭი აღარაა უკვე ))) დამუღამებას რაც შეეხება ) შემტევი ფეხბურთის თამაში მაღალი დაცვით და პრესინგით არ არის ადვილი სათამაშო და დრო ჭირდება ) გუარდიოლაა ნათელი მაგალითი ფაქტიურად ყველა გუნდი მინიმუმ 1 წელი დურაკას თამაშობდა :D )) გამონაკლისია ბარსა სადაც ყველაზე ცოტა დრო დაჭირდა იქედან გამომდინარე რო ხავი მესი და ინისეტა ყავდა ))) ჯერ საერთოდ ბოსტანს გავს იუვეს თამაში )) არანაირი სტილი არაა :D ))) მე მგონია რო ფეხბურთელებს უნდათ დრო რო ისწავლონ ეგეთი თამაში )) მაგრამ რამოდენიმე იგროკია გუნდში რომელიც ვერასოდეს ვერ ითამაშებს სარის ფეხბურთს ))) ჩელსიში სარიმ გაცილებით კარგად დაიწყო საქმე )) პირველი 10 ტური ყველა გაკვირვებული იყო ინგლიშში ისე აგორებდნენ ბურთს და ბევრი კომბინაცია ქონდათ )) ნუ მერე უკვე როგორც ჩვევია ჩელსის სტაბილურობაში მოიკოჭლეს და საერთოდ რაღაც ეტაპზე ყველაფერი თავდაყირა დადგა ))) იუვეში ეხლა მე რასაც ვხედავ 70 % არის შარშანდელი სტილი და 30 % მცდელობა რო ახალი სტილი ითამაშონ )) ჯერჯერობით წარუმატებელი მცდელობააა )))

  4. დიდი სიამოვნებით ვიხილავდი ალეგრის მანიუში მჯერა შედეგასაც დადებს პრემიერლიგაში აბა ვნახოთ რამოხდება:)))

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.