ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მოლაპარაკებები გრძელდება

მართალია სატრანსფერო ფანჯარა უკვე დიდი ხანია რაც დაიხურა და გუნდები სეზონის აქტიურ ფაზაში გადადიან, თუმცა ბიანკონერის ხელმძღვანელობა ყოველთვის ცდილობს საინტერესო ვარიანტის მოძებნას კლუბის გასაძლიერებლად..

ივან რაკიტიჩის მიმართ ინტერეს ბიანკონერი უკვე არაერთი სეზონია იჩენს და გასულ ზაფხულს მიზნის მიღწევასთან საკმაოდ ახლოს იყვნენ.

იუვენტუსის და ბარსელონას მესვეურებს შორის ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობდა.

თავდაპირველად იტალიელები მზადყოფნას გამოთქვამდნენ ხორვატის სანაცვლოდ ემრე ჯანი დაეთმოთ..

თუმცა, ესპანელთა უარის შემდეგ, საქმეში ფედერიკო ბერნარდესკის გვარმაც კი გაიჟღერა, მაგრამ კატალონიელებს არ მოეწონათ იდეა, რომლის თანახმადაც მათ დამატებით 25 მილიონი უნდა გაეღოთ..

სხვადასხვა წყაროს მტკიცებით, მხარეებს შორის კონსულტაციები ახლაც მიმდინარეობს და იანვარში შესაძლოა გარკვეულ კომპრომისამდე მივიდნენ..

ემრე ჯანი იუვემ ჩემპიონთა ლიგის განაცხადში არ შეიყვანა, ხოლო ფრენკი დე იონგის გუნდში მისვლის შემდეგ ხორვატი შუახაზელის სათამაშო დრო მნიშვნელოვნად შემცირდა, რითაც ივან ძალიან უკმაყოფილოა.

ორივე მოთამაშეს გუნდიდან წასვლა უნდა და შესაძლოა მხარეებმა ეს სურვილი საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენონ.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x