ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სიტუაცია ერიქსენთან დაკავშირებით

კრისტიან ერიქსენთან დაკავშირებით ახალი ცნობები ქვეყნდება:

დანიელ ნახევარმცველს ტოტენჰემთან არსებული კონტრაქტი 2020 წლის ივნისში უმთავრდება და მის გახანგრძლივებას ჯერჯერობით არ აპირებს.

ფეხბურთელთან არაერთი გუნდი აწარმოებს ინტენსიურ მოლაპარაკებებს და მათ შორის ტურინის იუვენტუსიც არის..

იტალიელების გარდა, საქმეში მადრიდის რეალიც ფიგურირებს, რომელსაც ახლა უკვე მანჩესტერ იუნაიტედიც შეუერთდა.

კულუარული ცნობებით ოლე გუნერ სულშერი წითელ ეშმაკებს მალე დატოვებს, რადგან ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა მისი მუშაობით.

ერთ-ერთ სავარაუდო შემცვლელად მაურისიო პოჩეტინო სახელდება, რომელსაც არაა გამორიცხული თავად ერიქსენიც გაყვეს.

დახლოებით ერთი თვის წინ იტალიური მედია აქტიურად აცხადებდა, რომ იუვეს მესვეურებმა მოახერხეს კრისტიანთან პირადი კონტრაქტის შეთანხმება, თუმცა დღეისათვის სიტუაცია გაურკვეველი რჩება.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x