ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პიანიჩი:”მიზანი? 150 შეხება..”

მაურისიო სარისთან ერთად წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების წინაშე მირალემ პიანიჩიც წარდგა:

“ხშირად მეკითხებიან თამაშში 150 შეხებაზე.. დიახ, ეს იყო პირველი თხოვანა რომელსაც მწვრთნელს ჩემს მიმართ გაუჩნდა იმ წამიდან, რაც გუნდში მოვიდა..

ეტაპობრივად ამ ნიშნულს ვუახლოვდები და საერთოდაც უნდა ითქვას, რომ რაც დრო გადის ჩვენი თამაში უფრო მეტად ემსგავსება სარის მოთხოვნებს..

შეუძლებელია პირველსავე თვეს ის თამაში და ხარისხი ვაჩვენოთ, რასაც ჩვენგან ითხოვენ.. ამას დრო ჭირდება, მაგრამ ბევრს ვმუშაობთ, რომ რაც შეიძლება მცირე ხანში სასურველ შედეგს მივაღწიოთ.

ალეგრი? არაფერი პირადული.. მასთან სხვა სტილში ვთამაშობდით.. ახლა კი მეტი ვერტიკალიზაცია გვაქვს, რადგან ჩემს წინ უამრავი ვარიანტი გაჩნდა.. შესაბამისად, ასეთ სიტუაციაში გადაწყვეტილების მიღება უფრო იოლდება, რადგან გუნდში არაერთი უმაღლესი დონის ფეხბურთელია..

ჩემი მიზანი? ახლა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში ვთამაშობ და ბუნებრივია მსურს გავხდე ერთ-ერთი გამორჩეული ნახევარმცველი.. ამისთვის ბევრს ვმუშაობ, მაგრამ უპირველესი მიზანი გუნდისთვის მაქსიმუმის გაღებაა.

ამ გუნდში და ამ პარტნიორების გვერდით თავს იდეალურად ვგრძნობ.. ისინი მეხმარებიან, რომ საქმე უფრო იოლად შესასრულებელი გახდეს და რომელი მოთამაშე იტყვის უარს ასეთ კლუბზე? მაგრამ ეს არ არის საზღვარი, რადგან მომატება და სრულყოფილებისკენ სწრაფვა მსურს.”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
4 years ago

არვიცი სარი როგორ აპირებს გაგრძელებას თამაშების ვგულისხმობ 4-3-3 თუ 4-3-1-2 მაგრამ აშკარაა რომ გუნდი უფრო 4-3-1-2 სქემაში ჩაჯდა კარგად ამ სქემას უფრო კარგად თუ დაამუღამებენ შეიძლება უფრო ძლიერი და შემტევი იუვეს ნახვა რავიცი რატომღაც უფრო შეთამაშებულები არიან თანაც რემზი ტრეკუარისტაზე შესანიშნავია დიბალაც მის ადგილს ნახავს შეტევაში და იგუსთან გაიყოფს დროს მის ამპულაში იქნება ასე რომ ვთქვათ ბერნა კიდე რემზისთან გაიყოფს დროს მასაც შეუძლია ტრეკუარისტობა აი კოშტა ჭედავს მაგრამ რაღაცის მოხერხება შეიძლება მისგანაც :roll: :kenwvla:

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x