რონალდუ:”ყოველთვის ყველაფერში პირველობა”
კრიშტიანო რონალდუს თქმით, ფეხბურთი ბუნებრივია დიდ სიამოვნებას ანიჭებს, თუმცა:
“გიჟი ნამდვილად არ ვარ და ვერც იმას ვიტყვი, რომ საწვრთნელ სესიაზე ვგიჟდები.. საქმე უბრალოდ იმაშია, რომ წარმატების მიღწევას ვყავარ შეპყრობილი, რაც მერწმუნეთ რადიკალურად განსხვავებული რამ არის.
ფეხბურთი კვლავინდებურად ძალიან მიყვარს.. მიყვარს ასევე ადამიანების გამხიარულება, რომლებიც კრიშტიანოს ასპარეზობისგან სიამოვნებას იღებენ.
საქმე მენტალიტეტშია და არა ასაკში.. 5 წლის წინ ვისწავლე, რომ ფეხბურთის გარეშეც შეიძლება სიამოვნების მიღება. თუმცა, არავინ იცის რა იქნება წლების შემდეგ.
ჩემი 1 მილიარდიანი კონტრაქტი Nike-თან? არავის არ მსურს, რომ დავემსგავსო, რადგან აუცილებელია მუდამ საკუთარი სახე და ინდივიდუალურობა შეინარჩუნო.. მაგრამ ხანდახან გარკვეული ქცევების აღება, ურიგო ნამდვილად არ არის.
საუბარი არა ფეხბურთზე, არამედ სპორტის სხვა სახეობებზე მაქვს.. კალათბურთზე, ჩოგბურთზე, ფორმულა 1-ზე, შერეულ ორთაბრძოლებზე.. ჩემპიონებს, ხშირ შემთხვევაში იდენტური საწვრთნელი პროცესი გააჩნიათ.
წამყვან კომპანიებსაც ბევრი შრომა უწევთ, რომ ისინი წარმატებულნი იყვნენ. სწორედ ეს არის ჩემი მოტივაციის წყარო. ყველა რაღაც ზეწოლას განიცდის.. აი მაგალითად თქვენც.. ხომ გინდათ კრიშტიანოსთან კარგი ინტერვიუს ჩაწერა? ფაქტია, რომ თითოეულ ჩვენგანს შეუძლია ამ ზეწოლასთან გამკლავება, მთავარია საკუთარ თავში რწმენა წამითაც არ დავკარგოთ.
ფეხბურთში ყველაფერი უფრო მარტივად არის, რადგან ბევრი რამ ჩემი კონტროლის ქვეშ არის.. აი ბიზნესში კი რადიკალურად განსხვავებული სიტუაციაა, რადგან სხვადასხვა ადამიანებზე ხარ დამოკიდებული. ჩვენს წინ რთული არჩევანია..
არაერთი მძიმე წელი დაჭირდა იმას, რომ ამ სიმაღლეზე ავსულიყავი. ფეხბურთის მიღმა ყველაფერი სხვაგვარად არის, მაგრამ შრომისმოყვარე ბიჭი ვარ და არ მსურს მეორე ან მესამე ვიყო.. ყოველთვის და ყველაფერში პირველობა მსურს და მერწმუნეთ ამას 100%-ით მივაღწევ”.
casino news , casino tГјbingen – spin palace casino download : tipico casino erfahrung .
ისევ 4-3-3- სქემით უნდა თამაში სარის საინტერესო სვლაა რატო გადაწყვიტა ასე ტრენერმა თან ბერნა დააყენა ძირითადშიო ეტყობა მაინც ამ სქემას ანიჭებს უპირატესობას ისე ხან ასე თუ ითამაშებს და ხან ისე იოლი გამოსაცნობი არიქნება იუვეს თამაშები სხვების მიერ
ბიჭებო გაგიმარჯოთ! დღეს ვიგებთ და გოლებიც იქნება, მგონია რომ 3 გავიტანთ ხოდა სილკ უნივერსალზე ხო არ გადის ვინმემ მითხარით ან გამიგეთ ძმურად
რეალი რა დღეშია თუ წააგეს ზიდანს პანჩურით გააგდებენ
ტელეფონის ლინკები დადეთ გთხოვთ