ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტუტოსპორტი სავარაუდო სასტარტოს აქვეყნებს

დღეს თბილისის დროით 23:00-ზე იუვენტუსი ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურის მატჩში, შინ ლევერკუზენის ბაიერს დაუპირისპირდება:

ტრადიციულად ტუტოსპორტმა სავარაუდო სასტარტო გამოაქვეყნა..

მაურისიო სარი ევროპულ ვოიაჟს 4-3-1-2 ტაქტიკური წყობით გამართვას გეგმავს. პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ ალექს სანდრო მამის გარდაცვალების შემდეგ ტურინში დაბრუნდა და წესით იგი ამ დაპირისპირებას სრულ მზადყოფნაში შეხვდება.

კარში ვოიცეხ შესნი ბრუნდება, მას შემდეგ რაც სპალთან პოლონელი ჯანლუიჯი ბუფონმა შეცვალა.

დაცვის მარჯვენა ფლანგზე ხუან კუადრადო, რადგან მას ახლა სხვადასხვა მიზეზთა გამო ფაქტიურად არანაირი ალტერნატივა არ გააჩნია..

ცენტრალურ დუეტს კვლავინდებურად ლეონარდო ბონუჩი და მატაის დე ლიგტი შეადგენენ.. მარცხნივ, როგორც უკვე გითხარით ალექს სანდრო.

ნახევარდაცვაში ბლეზ მატუიდი დაბრუნდება, რომელმაც სპალთან მარცხენა მცველის პოზიციაზე, საკმაოდ საიმედოდ იასპარეზა. პარტნიორობას მოედნის ცენტრში მირალემ პიანიჩი და სამი ხედირა გაუწევენ.

ტრეკუარტისტას როლში, ძალზედ კარგ კონდიციებში მყოფი აარონ რემზი მოგვევლინება.

თავდამსხმელთა დუეტს კი ტუტოსპორტის პროგნოზით გონსალო იგუაინი და კრიშტიანო რონალდუ შეადგენენ.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
4 years ago

იგუანი რა შუაშია ამ ეტაპზე დიბალას ფონზე არ მესმის ‍♂️‍♂️‍♂️‍♂️

ანონიმური
ანონიმური
4 years ago

ლევერკუზენი სწრაფი გუნდია შეტევაში კარგად თამაშობენ მაგრამ დაცვაში ძაან სუსტია _)) ადვილად უნდა მოიგოს იუვემ )))

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x